მთავარეპისკოპოსი სარგისი
1798-1802 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი სარგისი. არღუთიანის 1800 წლის 12 ნოემბერით დათარიღებულ წერილში სარგის მთავარეპისკოპოსი მოხსენიებულია თბილისის სომეხთა წინამძღვარად (ალ. ერიციანი, იგივე ნაშრ., ტომი I, თბილისი, გვერდი 9). მისი ძმის - აღვანქის ჰოვანეს კათოლიკოსის მკვლელობის შემდეგ, 1792 წელს განძაკში კათოლიკოსად აკურთხეს. პოლიტიკური მიზეზების გამო, 1798 წ. თბილისში გაიპარა და ღუკას კათოლიკოსის მიერ დაინიშნა ჰაღპატის მონასტრის წინამძღვარად - ქართველი გიორგი მეფის შუამდგომლობით. 1802 წელს მიდის განძასარში და იყენებს კატოლიკოსის ტიტულსა და ბეჭედს. 1815 წელს ეფრემ II კათოლიკოსი და მეუფე ნერსეს აშტარაკეცი, რუსული სახელმწიფოს თანხმობით, აუქმებენ განძასარის კათალიკოზობას, მას აქცევენ მიტროპოლიტობად ანუ მთავარეპისკოპოსობად. მიტროპოლიტი სარგისი 1828 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას მოჰყვა მისი ძმისწული მთავარეპისკოპოსი ბაღდასარი - მიტროპოლიტად.