არქიმანდრიტი ჰარუთიუნ ალამდარიანი
1828-1830 (წინამძღვარობის წლები). არქიმანდრიტი ჰარუთიუნ ალამდარიანი. საერო სახელი - გევორგ. რელიგიური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი და პედაგოგი. დაიბადა 1795 წლის 14 იანვარს. მამის სახელი - მანუკ. 1813 წელს ლაზარიანების მიერ მიწვეულიქნა მოსკოვში, მათთან მუშაობს კანცელარიის მწერლად. 1815 წელს დაფუძნდა ლაზარიან სასულიერო სემინარია. იგი იყო ლაზარიან სასულიერო სემინარიის ინსპექტორი და მასწავლებელი, 1824-1830 წწ. თბილისის ნერსისიან სკოლის ინსპექტორი.
სკოლის ისტორიაში ეს წლები ცნობილია სახელად „ალამდარიანის ეპოქა“. მისი წინამძღვარობის წლებში საქართველოში სომეხთა ეპარქიის სასულიერო საკითხებისა და საეკლესიო ადმინისტრაციის წევრ-თავმჯდომარე იყო მთავარეპისკოპოსი სიმეონ ბზნუნი (თოფალ).
არქიმანდრიტ ჰარუთიუნ ალამდარიანს ბრალი დაედო ნერსეს აშტარაკეცის იდეოლოგიის მიმდევრობაში. ი.პასკევიჩის მითითებით, წმინდა ეჯმიაწინის სინოდმა 1830 წელს იგი გადაასახლა ჰაღპატში. ერთი წლის შემდეგ, 1831 წელს იგი დაინიშნა ახალი ნახიჩევანის სურბ ხაჩ მონასტრის ბერად, სადაც 1834 წლის 25 მაისს სასტიკად მოკლულიქნა ავაზაკების მიერ, მონასტერი კი გაიძარცვა.
ალამდარიანი მიიჩნევა თავისი დროის ერთ-ერთ გამოჩენილ ინტელექტუალად.