მთავარეპისკოპოსი ჰოვანეს კარბეცი
1830-1831 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი ჰოვანეს კარბეცი. დაიბადა 1762 წელს სოფელ კარბის ერთ-ერთ ნაწილში - პატარა სოფელ ჰოვანავანქში. სწავლობდა მუღნის სამონასტრო სკოლასა და წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში. შავ სამღვდელოებად აღიკვეცა ღუკას კათოლიკოსის დროს. 1807 წელს დანიელ კათოლიკოსის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამღვარად. წინამძღვარობის წლებში ყოველგვარად ცდილობდა დაეკნინებინა ნერსეს აშტარაკეცის მიერ შესრულებული ყველა საქმე და ამით აღმოეფხვრა მისი გავლენა. 1831 წელს კარბეცი არჩეულიქნა ყოველთა სომეხთა კათოლოკოსად, სახელად ჰოვანეს მერვე. მან შემოიღო სომეხი კათოლიკოსების ისტორიულად რიცხვითი ნომრით განსაზღვრის პრინციპი. მისი კათოლიკოსობის პერიოდში, 1836 წელს დამტკიცებულიქნა „პოლოჟენიე“ -რუსეთის სომეხთა ეროვნულ-კულტურული უფლებების წესდება. კარბეცი გარდაიცვალა 1842 წლის 26 მარტს წმინდა ეჯმიაწინში, სადაც დაკრძალულია მთავარი საკათედრო ტაძრის სამრეკლოს ჩრდილოეთ კედელთან. კარბეცისგან სახსოვრად გვაქვს დარჩენილი წმინდა ეჯმიაწინის სინოდის შენობა (სომხური საბჭოთა ენციკლოპედია და ორმანიანი „აზგაპატუმ“, სტატია 2334).