Материалы

მთავარეპისკოპოსი სტეფანოს არღუთიანი

tem logo1832-1836 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი სტეფანოს არღუთიანი. 1832 წელს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარობის ორი კანდიდატი იყო - მტავარეპისკოპოსები სტეფანოს არღუთიანი და ზაქარია გულასპიანი. არღუთიანი არჩეულიქნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად, გულასპიანი კი - ერევნის ეპარქიალური წინამძღვარის ვიკარიუსად. გულასპიანი არ დაკმაყოფილდა დაკავებული თანამდებობით და როგორც ჰოვანეს მერვე კარბეცის ყოფილი მხარდამჭერი, მის უფლებამოსილებაში მოექცა აგრეთვე ჰაღპატის მღვდელმონაზვნობა. შემდგომ გაემგზავრა თბილისში, მან გავლენიანი თავადის გრიგორ ბეჰბუთიანის მეშვეობით მოისურვა, რომ ღაზახი და ბორჩალო გამოეყოს თბილისის სომხურ ეპარქიას და შეუერთდეს ჰაღპატს, მაგრამ არღუთიანი შეეწინააღმდეგა, და გულასპიანის სურვილი არ შესრულდა.

მისი წინამძღვარობის ოთხი წლის განმავლობაში მთავარეპისკოპოსი სტეფანოს არღუთიანი განიცდიდა მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გულასპიანის, თავად გრ.ბეჰბუთიანის, ასევე კათოლიკოს ჰოვანეს მერვეს მხრიდან. ეს უკანასკნელი იყო აშტარაკეცის მოწინააღმდეგე და ცდილობდა საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის მთავარეპისკოპოს არღუთიანის საშუალებით ევნო აშტარაკეცისათვის. მას სურდა შეეცვალა ნერსეს აშტარაკეცის დაფუძნებული ნერსისიან სემინარიის დასახელება და დაერქვა „სემინარია ეჯმიაწინისა და თბილისისა“. მას განზრახული ჰქონდა სკოლის შენობის გაყიდვა - ნერსესის სახელის წასაშლელად. აშტარაკეცის მხარდამჭერები ითხოვდნენ, რომ იგი გამოსულიყო საჯაროდ, მაგრამ დიდი მღვდელმსახური ამშვიდებდა მათ და ეუბნეობოდა: „თუ კეთილს იღებთ ღვთის ხელიდან, ბოროტს ვერ უნდა გაუძლოთ?“. მალე 1835 წელს მთავარეპისკოპოსი ზაქარია გულასპიანი გარდაიცვალა, 1836 წელს კი არღუთიანი გადავიდა ერევანში, და ამით თბილისის საკითხი დაიხურა (ორმანიანი, „აზგაპატუმ“, სტატია 2507).

არღუთიანმა საეპისკოპოსო კურთხევა მიიღო 1832 წლის 28 მაისს, ხოლო არქიეპისკოპოსობის პატივი - 1835 წელს. მან თბილისში ააგო საქართველოში სომეხთა ეპარქიის სამსართულიანი ეპარქიალური რეზიდენციის შენობა. მთავარეპიკოპოსმა სტეფანოსმა სანაჰინის მონასტერს უბოძა წმინდა ნაწილებით ყუთი - წმინდა გრიგორ ალბანეთის კათოლიკოსის წმინდა ნაწილებით (სარგის არქიმანდრიტი ჯალალიანი, "მოგზაურობა დიდ ჰაიქში“, ტ. I, ტფღისი, 1842, გვერდი 52).

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են