მთავარეპისკოპოსი სარგის ჯალალიანცი
1857-1861 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი სარგის ჯალალიანცი. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ფილოლოგი, არქეოლოგი წარმოშობით არის ხაჩენის ჰასან-ჯალალიანების საგვარეულოდან. დაიბადა 1819 წელს. იმოგზაურა აღმოსავლეთ სომხეთში და გააკეთა მთელი რიგი ისტორიულად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალის ჩანაწერები წიგნში "მოგზაურობა დიდ ჰაიქში“ (ნ. 1-2, 1842, და 1856 წწ.). მთავარეპისკოპოსმა სარგის ჯალალიანცმა 1861 წელს თბილისში დაასრულა საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეპარქიალური რეზიდენციის შენობის მშენებლობა. ამის თაობაზე არის ერთი წარწერა, რომელიც განთავსებულია აგრეთვე პ.მ.მურადიანის წიგნში „საქართველოს სომხური წარწერები“ (ერევანი, 1988, გვ. 57, რუსულ ენაზე). წარწერის შინაარსი ასეთია: „ჩემი სულიერი მშობლის - პატრიოტი კათოლიკოსისა ყოველთა სომეხთა ნერსესისა, ზეპირი ანდერძის თანახმად, დავასრულე თბილისის ეპარქიალური რეზიდენციის მშენებლობა 1861 წელს, მე ეპისკოპოსი ჰასან ჯალალიანცი, გევედრებით გახსოვდეთ, ვინაიდან დროთა განმავლობაში სიტყვა მივიწყებას ეძლევა, საქმეები კი - მეფობს“.
1880 წელს მთავარეპისკოპოსმა სარგის ჯალალიანცმა სომხურ სასულიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებს უანდერძა 25,000 რუბლი - 2005 წელს გამოსაყენებლად, როდესაც ეს თანხა 125 წლის განმავლობაში გახდება 12 მილიონი. მთავარეპისკოპოსი სარგის ჯალალიანცი გარდაიცვალა1879 წელს, 60 წლის ასაკში.