Материалы

მთავარეპისკოპოსი მაკარ თეღუტცი (ტერ-პეტროსიანი)

6

1864-1878 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი მაკარ თეღუტცი (ტერ-პეტროსიანი). დაიბადა 1813 წელს მუშის გუბერნიის სოფელ თეღუტში. არის ჰაზროანთ მამა პეტროს მღვდლის შვილი. 1828-1834 წწ. სწავლობდა წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სასწავლებელში ჟარანგავორაც. 1842 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად, ერთი წლის შემდეგ დაინიშნა სასულიერო ჟარანგავორაც სასწავლებლის ინსპექტორად, სადაც გარკვეული პერიოდი ლექციებს კითხულობდა. უმოგზაურია სპარსეთის, თურქეთის, რუსეთის სომხებით დასახლებულ რეგიონებში და შეუგროვებია უამრავი სომხური ხელნაწერი, რითაც გაამდიდრა წმინდა ეჯმიაწინის მატენადარანი - წიგნსაცავი.

1848 წელს არჩეულიქნა წმინდა სინოდის წევრად, 1849 წელს დაინიშნა წმინდა ეჯმიაწინის მატენადარანის გამგედ. 1852 წლის 12 აპრილს მიიღო უმაღლესი საარქიმანდიტრო წოდება და იმავე წლის 15 აგვისტოს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად, 1859 წელს მას მიენიჭა არქიეპისკოპოსობის პატივი. 1862 წელს ინიშნება ტფღისის მმართველად და 1864 წლის 15 მარტს მას ევალება იმავე ეპარქიის წინამძღვარობა. 1876 წლის 20 თებერვალს თეღუტცი ახალი-ნახიჯევანისა და ბესარაბიის წინამძრვარია. იგი ამ თანამდებობაზე რჩება 1885 წლამდე, როცა ეროვნული-საეკლესიო კრების მიერ ირჩევა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად.

კათოლიკოს მაკარს, მისი გამოცდილებითა და წინდახედულობით, მისი ექვსი წლის კათოლიკოსობის განმავლობაში, ჰქონდა მეტად პროდუქტიული საქმიანობა, მაგრამ მას ყოველთვის უყვარდა გამეორება: "ადამიანს საქმის კეთებისკენ მოუწოდებენ, როცა უკვე ძალა აქვს გამოლეული“.

მაკარ კათოლიკოსმა 1888 წელს დაიწყო მთავარი კათედრალური წმინდა ეჯმიაწინის რემონტი. უკანასკნელად წმინდა ტაძარი გარემონტდა მოვსეს მესამე კათოლიკოსის (1629-1632 წწ.) მიერ. მაკარ კათოლიკოსის შემდეგი დიდი წამოწყება მთავარი საკათედრო ტაძრის სტამბის საძირკვლის ჩაყრა იყო.

მაკარ კათოლიკოსი იყო პირველი, რომელმაც პირველად გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნა ორი დიაკვანი - კარაპეტ ტერ მკრტჩიანი - ღვთისმეტყველების შესასწავლად, სოღომონ სოღომონიანი (არქიმანდრიტი კომიტასი) - მუსიკის.

მაკარ თეღუტცის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მიეღოთ იმპერატორული სამეფო კარის ნებართვა - სომხეთში სომხური სკოლების ხელახლა გახსნის და საკათოლიკოსო უფლებების აღდგენის.

მაკარ კათოლიკოსი გარდაიცვალა 1891 წელს და დაკრძალულია წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძრის სამრეკლოსთან (მ. ორმანიანი, „აზგაპატუმ“, ტ. 3, სტატიები: 2917, 2945, 2951, 2952. გ. სტეფანიანი "ბიოგრაფიული ლექსიკონი", სომხ. საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7).

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են