მთავარეპისკოპოსი გარეგინ სათუნიანცი
1904-1910 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი გარეგინ სათუნიანცი ("არარატი", 1910, გვ. 1008-1009). დაიბადა 1852 წელს აშტარაკში. საერო სახელი - ჰარუთიუნ. 1867 წელს შევიდა მთავარი საკათედრო ტაძრის სკოლაში Jარანგავორაც, რომელიც მან დაამთავრა 1872 წელს და მიიღო მედავითნის ხარისხი, იყო მთავარი საკათედრო ტაძრის კონგრეგაციის წევრი. 1873 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვნად, 1876 წელს - მღვდელმონაზვნად. 1878 წელს მიიღო საარქიმანდრიტო წოდება. 1901 წელს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად, 1907 წელს მიიღო არქიეპისკოპოსობის ტიტული.
იყო შემდეგ თანამდებობეზე:
1882 წელს იყო გორის ეპარქიალური ვიკარიუსი.
1883 წელს გადაყვანილიქნა ნუხიში და დაწესდა ეპარქიალურ ვიკარიუსად.
1884 წელს იყო ნუხის ეპარქიალური ინსპექტორის თანაშემწე. 1887 წელს გადავიდა ახალ ნახიჩევანში, სადაც მსახურობდა სასულიერო სამმრთველოს თავმჯდომარედ, ასევე ეპარქიალური სამმართველოს თავმჯდომარედ, ასევე ეპარქიალური ინსპექციის თავმჯდომარედ 1889 წლის 2 სექტემბრამდე.
1890 წლის 28 თებერვალს ინიშნება ალექსანდრაპოლის ეპარქიალურ ვიკარიუსად.
1892 წელს ბრუნდება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში. 1894 წელს განძაკის ეპარქიალური ვიკარიუსია, 1895-1897 წწ. კი ყარაბაღის ეპარქიის მმართველი. 1901 წელს სანაჰინის მონასტრის მღვდელმონაზონია. 1904 წლის 10 აგვისტოს კათოლიკოს მკრტიჩ პირველი ხრიმიანის მიერ მთავარეპისკოპოსი გარეგინი მტკიცდება საქართველოსა და იმერეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. ამ თანამდებობაზეც დაასრულა მან სიცოცხლე 1910 წლის 3 ნოემბერს, თბილისში, 58 წლის ასაკში. 1881 წელს დაჯილდოებულიქნა არქიმანდრიტის ჯვრით, 1883 წელს ყვავილოვანი ფილონით, 1901 წელს საეპისკოპოსო ბისონით, 1907 წელს წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით. არქიეპისკოპოსი გარეგინ სათუნიანცი აღმაშენებელი სასულიერო პირი გახლდათ. მან ააშენა ალექსანდრაპოლის ეპარქიალური რეზიდენცია, გაარემონტა სანაჰინის მონასტერი. მან გამოიჩინა ადმინისტრაციული უნარი მართვის სფეროში, 1904-1907 წწ. მართავდა საქართველოსა და იმერეთის ვრცელ სომხურ ეპარქიას.