ეპისკოპოსი ეფრემ სუქიასიანი
1911-1913 (წინამძღვარობის წლები). ეპისკოპოსი ეფრემ სუქიასიანი. დაიბადა 1855 წ. სოფელ აშტარაკში. სწავლობდა წმინდა ეჯმიაწინის სამონასტრო სკოლაში ჟარანგავორაც და 1873 წელს დაამთავრა. 1876 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვნად და იმავე წელს ჟარანგავორაც სკოლის რელიგიის მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წელს წმიდა ეჯმიაწინის სასტამბო კრების წევრად ინიშნება, 1882 წელს გევორგიან სემინარიაში სომხური ენის მასწავლებლად, ხოლო 1886 წელს ვაღარშაპატის ქალთა სკოლაში რელიგიის და სომხური ენის მასწავლებლად. 1887 წელს ხელლდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა ახალი ნახიჩევანის სურბ ხაჩ მონასტრის ბერად, სადაც ინახავდა სკოლას და ააშენა პატარა შენობები. 1889 წელს იღებს კერძო საარქიმანდრიტო ხარისხს. 1893 წელს იმ დელეგაციის წევრად ინიშნება, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო იერუსალიმში, ახლადარჩეული კათოლიკოსის - ხრიმიან ჰაირიკის თანხლებისა და წმინდა ეჯმიაწინში ჩამოყვანისთვის. 1897 წელს ინიშნება მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სამონასტრო საბჭოს წევრად. იმავე წელს ხრიმიან ჰაირიკის განკარგულებით ინიშნება კიშინიოვის კონსისტორიის წევრად. 1900 წელს გადადის შამახში ადგილობრივი კონსისტორიის წევრ-თავმჯდომარედ. 1904 წელს ინიშნება თბილისის კონსისტორიის თავმჯდომარედ და ერთდროულად მას ეკისრება თბილისის ეჯმიაწინის კუთვნილ მამულთა მმართველის თანამდებობა. 1910 წელს კათოლიკოს მათევოსის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. 1911 წლის 17 სექტემბერს ინიშნება თბილისის სომხური ეპარქიის მემკვიდრეობით მმართველად. 1913 წელს ინიშნება წმინდა ეჯმიაწინის სინოდის წევრად. 1914-1915 წწ. არის წმინდა ეჯმიაწინის ადგილობრივ გადმოსახლებულთა კომისიის თავმჯდომარე. ეპისკოპოსი ეფრემი ეწეოდა აგრეთვე ლიტერატურულ მოღვაწეობას, სომხურ პერიოდულ გაზეთებში აქვს გამოქვეყნებული მთელი რიგი სტატიები, „სეთ“ და „საჰრათ“ ხელმოწერით. გარდაიცვალა 1915 წ. 4 აგვისტოს, 60 წლის ასაკში.