Материалы

მხითარ ეპისკოპოსი ტერ-მკრტჩიანი

tem logo1916-1920 (წინამძღვარობის წლები). მხითარ ეპისკოპოსი ტერ-მკრტჩიანი (წმინდა ეჯმიაწინის ოფიციალური „კალენდარი“, 1923. ჟურნალი"არარატი", 1909, გვ. 812). დაიბადა 1864 წელს სოფელ წუღრუთში (საქართველო), სწავლობდა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, დაამთავრა აგრეთვე თბილისის ნერსისიან სკოლა. გარკვეული დროის შემდეგ სომხურ სამრევლო სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. 1893 წელს მიიღო სულიერი წოდება - ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად და კეთილსინდისიერად და დიდი ერთგულებით მსახურობდა სხვადასხვა სასულიერო თანამდებობებზე. დიდი ხნის განმავლობაში იყო ახალი ნახიჩევანისა და ალექსანდრაპოლის ეპარქიალური ვიკარიუსი. კათოლიკოს მკრტიჩ მეორე ხრიმიან ჰაირიკის წინადადებით არჩეულიქნა წმინდა სინოდის წევრად. 1908 წელს კათოლიკოსის მოადგილე მთავარეპისკოპოს გევორგის წინადადებით დამტკიცებულიქნა ასტრახანის სომხური ეპარქიის მმართველად. ერთი წლის შემდეგ, 1909 წლის 25 ოქტომბერს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა იმავე ეპარქიის წინამძღვარად. 1916 წელს მიემგზავრება საქართველოში და 4 წელიწადი არის საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, 1920 წლამდე.

ეპისკოპოსმა მხითარმა მისი წინამძღვარობის წლებში გახსნა და მფარველობდა მთელ რიგ სომხურ სამრევლო სკოლებს. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში აღსანიშნავია ფარარის "ქრისტიანობის გარიჟრაჟზე" სათაურით წიგნის რუსულიდან თარგმანი, რომელიც გამოქვეყნდა 1903 წელს მთავარი საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის სტამბაში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են