ეპისკოპოსი ნერსეს აბრაამიანი
1945-1946 (წინამძღვარობის წლები). ეპისკოპოსი ნერსეს აბრაამიანი (ჟურნალი "ეჯმიაწინი“, 1948, I, II, გვ. 29-30). დაიბადა 1879 წლის 22 აგვისტოს, ყირიმის ქალაქ ღარასუბაზარში, რუმინეთიდან იქ გადმოსახლებულ ხელოსნის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სამრევლო სკოლში, შემდეგ სწავლობდა და დაამთავრა თბილისის ნერსისიან სამრევლო სკოლა. დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა თავის სამშობლოში და მასწავლებლად მუშაობდა 1903 წლამდე. 1905 წელს მიწვეულიქნა ასტრახანში მასწავლებლის თანამდებობაზე, ასტრახანის ეპარქიის წინამძღვარის მთავარეპისკოპოს არისტაკეს მიერ, მის მიერაც ხელდასხმულიქნა დიაკვნად, შემდეგ - მღვდლად. ათობით წლები ის მღვდელმსახურებას ეწევა ამიერკასპიის ქალაქებში - ჩარჟოში, თერმეზში, ერიქში, კოკანდში, პორტ-ალექსანდროვსკსა და სხვა, ყველგან იმსახურებდა მრევლის სიყვარულსა და სიმპათიას.
პირველი მსოფლიო ომის დროს მღვდელი ნერსეს აბრაამიანი ფრონტის სულიერი მოძღვარის თანამდებობაზე მსახურობს მოქმედი არმიის რიგებში. ამ წლების განმავლობაში იგი შემოწირულობებს აკეთებს მსოფლიო ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ოჯახების და თურქეთიდან სომეხი მიგრანტების სასარგებლოდ. კათოლიკოსმა გევორგ მეხუთემ, მადლიერების ნიშნად, მას მკერდზე სატარებელი ჯვარი და მღვდლის წოდება უბოძა. დეკანოზი ნერსესი 1918 წელს კრასნოდარში მსახურობს და დიდ დახმარებას უწევს ყუბანში თავშეფარებულ სომეხ ოჯახებს. 1919 წელს მღვდელ ბეკგულიანთან თანამშრომლობით მან შეადგინა და გამოსცა რუსულ ენაზე სომხური ილუსტრირებული კალენდარი - წმინდა ეჯმიაწინის, სომხური ეკლესიების, ისტორიული ძეგლების, სომხებით დასახლებული ადგილების, თურქეთში მცხოვრები სომხების მასობრივი ხოცვის შესახებ მდიდარი ინფორმაციით. კრასნოდარში მამა ნერსესმა სომხურ ენაზე კალენდარი გამოსცა 1920, 1921, 1922 წლებში.
ის სომხეთში გადავიდა, ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და გახდა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კონგრეგაციის წევრი. 1945 წლის 7 მაისს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად, იმავე წლის 1 ივლისს - ეპისკოპოსად. 1945 წელს ეროვნული-საეკლესიო კრების მიერ ეპისკოპოსი ნერსესი არჩეულიქნა უზენაესი სულიერი საბჭოს წევრად. წმინდა ეჯმიაწინის ყოველთა სომეხთა საეკლესიო კრებაში ეპისკოპოსმა ნერსესმა მონაწილეობა მიიღო როგორც საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა (ჟურნალი "ეჯმიაწინი", 1945 წლის ივნის-ივლისი, გვ. 15 და 63).
1945-1946 სასწავლო წელს ის მასწავლებლის თანამდებობაზეა ახლადგახსნილი მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში. 1946 წელს ინიშნება აზერბაიჯანისა და თურქესტანის ეპარქიის წინამღვარად, მიემგზავრება ბაქოში, მაგრამ ყოველთვის სულიერი კავშირი აქვს სასულიერო სემინარიასთან. მან წიგნების საუკეთესო ბიბლიოთეკა აჩუქა სასულიერო სემინარიას. ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ნერსეს აბრაამიანი ბაქოდან დაბრუნდა წმინდა ეჯმიაწინში და 1948 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა.