Материалы

არქიეპისკოპოსი ვაჰან კოსტანიანი

16

1953-1955 (წინამძღვარობის წლები). არქიეპისკოპოსი ვაჰან კოსტანიანი (ჟურნალი "ეჯმიაწინი"1955, 10, გვ. 15. 1960, 3, გვ. 23). დაიბადა ვაღარშაპატში 1881 წლის 3 თებერვალს. დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ სამრევლო სკოლაში, ხოლო შემდეგ სწავლობს ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1907 წელს. 1905-1920 წწ. მდივნად მუშაობს წმინდა ეჯმიაწინის წმინდა სინოდში. შემდეგ სხვადასხვა დაწესებულებაში არის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

1944 წელს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად, შემდეგ - არქიმანდრიტად და შედის წმინდა ეჯმიაწინის კონგრეგაციის რიგებში. 1944 წლის 25 ოქტომბერს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის განკარგულებით ინიშნება ირან-ინდოეთის სომხური ეპარქიის წინამძღვარად. 1945 წლის 1 ივლისს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად, 1949 წლის 18 ივნისს - მთავარეპისკოპოსად. 1949 წლის 22 ოქტომბრამდე თანამდებობაზეა ირანში, შემდეგ იწვევენ წმინდა ეჯმიაწინში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. დიდი ხნის განმავლობაში იყო წმინდა ეჯმიაწინის უზენაესი სასულიერო საბჭოს წევრი, 1954-1955 წლებში - უზენაესი სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე-წევრი. იყო აგრეთვე წმინდა ტაძრის კანდელაკთუფროსი, 1953-1955 წლებში იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი. სიცოცხლის ბოლო წლებში, ავადმყოფობის გამო, დამსახურებულ დასვენებაზე იმყოფება წმინდა ეჯმიაწინში.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ არქიეპისკოპოსი ვაჰან კოსტანიანი გარდაიცვალა 1960 წლის 27 მარტს, 79 წლის ასაკში. დაკრძალულია წმინდა გაიანე მონასტრის სასაფლაოზე.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են