ვარდან ტერ-საჰაკიანი
1955-1956 (წინამძღვარობის წლები). ეპისკოპოსი ვარდან ტერ-საჰაკიანი (ჟურნალი "ეხმიაძინი", 1955 წ., 10-11, გვ. 95, 96. 1968, 2, გვ. 63). დაიბადა 1878 წლის 15 იანვარს, მთიანი ყარაბაღის ჯრაბერდის რაიონის სოფელ გიულიათაღში, მღვდელ ჰუსიკ ტერ-საჰაკიანის ოჯახში. დაწყებით განათლებას იღებს ჯრაბერდის სოფელ კუსაპატის ხუთწლედში. 1896-1901 წწ. სწავლობს შუშის სამრევლო სკოლაში. იმავე წელს მასწავლებლად ინიშნება ჯრაბერდის რაიონის სოფელ ჯანიათაღში, სადაც მუშაობს 1904 წლამდე.
1904 წელს ხრიმიან ჰაირიკის მიერ ხელდასხმულიქნა მშობლიური სოფლის მღვდლად. იმავე წელს მიწვეულიქნა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ გროზნოში, სადაც 25 წელი მსახურობს მღვდლად და მასწავლებლად. გროზნოში ასწავლის რეალურ და ქალთა გიმნაზიებში, ორგანიზებას უწევს ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციას და უმწეოთა დახმარების კომიტეტს, რომელთა თავმჯდომარე და ხელმძღვანელი იყო თვითონ. ორგანიზებას უწევს მდიდარ ბიბლიოთეკას 250 მოსწავლიან გროზნოს სამრევლო სკოლაში. 1929 წელს მღვდლად გადავიდა ბაქოში, ამავდროულად მასწავლებლობს. 1945 წელს დაინიშნა ბაქოს სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის მღვდლად. 1951 წელს მღვდელ ვარდანს გარდაეცვალა მეუღლე, კათოლიკოს გევორგ მეექვსის რჩევით შედის წმინდა ეჯმიაწინის მონასტრის კონგრეგაციის რიგებში. 1952 წელს ბარტყულს იღებს და ინიშნება თბილისის წმინდა გევორგ ეკლესიის მღვდელმონაზვნად. ეკლესიაში მისი მსახურობის პერიოდში (1952-1954 წწ.), თბილისის სურბ გევორგ ეკლესიას უწოდებდნენ „თბილისის სამონასტრო წმინდა გიორგის ეკლესიას“(ჟურნალი „ეჯმიაწინი“, 1953, 7-8, გვ.11).
1954 წლის 1 დეკემბრიდან ინიშნება ახალი ნახიჩევანის და ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებული ეპარქიების წინამძღვარად. 1955 წლის 6 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს ვაზგენ პირველიის მიერ პირველად ხელდასხმულიქნა უმაღლესი არქიმანდრიტი ტერ-საჰაკიანი. ამ დღეს სომეხთა პატრიარქის მიერ ხელდასხმულიქნა 7 ეპისკოპოსი. საეპისკოპოსო ხარისხის მიღების შემდეგ ეპისკოპოსი ვარდანი არჩეულიქნა უზენაესი სასულიერო საბჭოს წევრად და დაინიშნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად, სადაც თანამდებობაზე რჩება 1956 წლამდე. 1962 წელს ეპისკოპოსი ვარდანი დასასვენებლად მიდის და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობს ხან ეჯმიაწინში, ხან ბაქოში, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ.
ეპისკოპოსი ვარდანი გარდაიცვალა ბაქოში, 1968 წლის 20 იანვარს, ქრისტეშობას, ძველი კალენდრით მიცვალებულთა ხსენების დღეს, 90 წლის ასაკში. ჟურნალში „ეჯმიაწინი" გამოქვეყნებული აქვს სტატიები.