Материалы

ეპისკოპოსი ვაჰან გალამდარიანი

tem logo1956-1957 (ეპარქიალური ვიკარიუსი) ეპისკოპოსი ვაჰან გალამდარიანი (ჟურნალი „ეჯმიაწინი“, 1964 წ., 12, გვ. 14-15). დაიბადა 1928 წლის 13 აგვისტოს ქესაბის რაიონის სოფელ გალატურანში. საერო სახელი - ანდრანიკ. დაწყებით განათლებას იღებს გალატურანის მესროპიან ეროვნულ სასწავლებელში. 1943 წელს გადადის ლიბანში და შედის კილიკიის კათალიკოზობის დპრევანქში - მღვდელმსახურად გახდომის გადაწყვეტილებით.

1945 წელს სამშობლოში ბრუნდება, სწავლის გასაგრძელებლად აბარებს წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში. 1949 წლის 18 ივნისს ხელდასხმულიქნა დიაკვნად. 1950 წელს ამთავრებს სასულიერო სემინარიას. თეოლოგიური ცოდნის გასაღრმავებლად კათოლიკოს გევორგ მეექვსის მიერ გაგზავნილიქნა მოსკოვში, სადაც რუსეთის სასულიერო აკადემიაში ესწრება პროფესიულ კურსებს. 1954 წლის 12 სექტემბერს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და ეწოდა ბერი ვაჰანი.

1956-1957 წწ. არის საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსი.

1956 წლის 6 ოქტომბერს წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო თაძარში უწმინდესისა და უნეტარესის ვაზგენ პირველ კათოლიკოსის მიერ ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად.

1957 წლის 4 ნოემბერს ინიშნება არარატის საპატრიარქო ეპარქიის ეპარქიალურ ვიკარიუსად. 1960-იან წლებში სწავლობს და ამთავრებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

1964 წლის 30 მაისს არქიმანდრიტი ვარდანი უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა პატრიარქისგან იღებს უმაღლეს საარქიმანდრიტო წოდებას, სადისერტაციო თემად წარდგენს კვლევას „წმინდა ეჯმიაწინის სკოლის ისტორია მეოთხედან მეოცე საუკუნემდე“. იმავე წლის 29 ნოემბერს უზენაესი სულიერი საბჭოსა და არარატის ეპარქიის ეპარქიალური საბჭოს შუამდგომლობით უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად.

ეპისკოპოსი ვაჰანი არარატის ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსის მოვალეობას ასრულებს 1972 წლის შემოდგომამდე. შემდეგ მიემგზავრება ინდოეთში და ავადმყოფობის გამო ბრუნდება ერევანში - სამკურნალოდ. 1975-1977 წწ. მსახურობდა მონასტერში წმინდა გეღარდ, ინსპექტორად და ბერად.

სიცოცხლის ბოლო წლებში წმინდა საკათედრო ეჯმიაწინიდან იღებს პენსიას. გარდაიცვალა ერევანში 1986 წელს. ვაჰან ეპისკოპოსი ისტორიულ-ფილოლოგიური მრავალ სტატიას აქვყნებდა ჯურნალ „ეჯმიაწინში“. იგი ასევე იყო ჯურნალ „ეჯმიაწინის“ რედკოლეგიის წევრი. აქვს ისტორიულ-ფილოლოგიური სტატიები, დაბეჭდილი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ პერიოდიკაში, სადაც გარკვეული პერიოდი გამოდიოდა ლიტერატურული ფსევდონიმით „განძასარ“.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են