Материалы

მთავარეპისკოპოსი კომიტას ტერ-სტეფანიანი

18

1957-1972 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი კომიტას ტერ-სტეფანიანი. (ჟურნალი „ეჯმიაწინი“, 1955 წ., 1, გვ.19. 1957 წ., 11, გვ. 60-61. 1980 წ., 12, გვ. 34-35). დაიბადა 1925 წელს დამასკოში (სირია). საერო სახელი - სტეფანი. მამის სახელი - შმავონი. დაწყებითი განთლება მიიღო ქალაქ ალექსანდრეტის (ახლა სანჯაკი) ნუპარიან ეროვნულ სასწავლებელში, შემდეგ 1938 წელს გადავიდა ბეირუთში, ლიბანში, და სწავლა განაგრძო ბეირუთის აბგარიან ეროვნულ სასწავლებელში 1940 წლამდე. 1940-1945 წწ. სწავლობდა იერუსალიმის სომეხთა ჟარანგავორაც სასწავლებელში. 1945 წელს კიურეღ პატრიარქის მიერ ხელდასხმულიქნა დიაკვნად. 1947 წელს ბეირუთიდან გადმოსახლდა სომხეთში და ერთი წელი სწავლობდა ერევნის მუსიკალურ სასწავლებელში. 1948 წლის აგვისტოში უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გევორგ მეექვსის განკარგულებით დიაკვნად მიიღეს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კონგრეგაციის რიგებში. 1951 წლის 18 მარტს მთავარეპისკოპოს ვაჰან კოსტანიანის მიერ ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად და მისი ულამაზესი ხმისათვის შეერქვა კომიტასი. ახალგაზრდა და ხმოვანი მღვდელმსახურის წინაშე იხსნება მოღვაწეობის ფართო გზა. თავდაპირველად ის ინიშნება წმინდა გეღარდის მონასტრის ბერად, შემდეგ 1952-1954 წწ. სულიერ მოძღვარად ბაქოსა და თბილისის სომხურ ეკლესიებში. 1954 წლის 11 დეკემბერს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად. 1954-1955 წწ. მასწავლებლობს სასულიერო სემინარიაში, ასწავლის საეკლესიო წესებსა და საეკლესიო სიმღერას. ის ასევე იყო მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კანდელაკის თანაშემწე. 1956 წელს ინიშნება შირაკის ეპარქიის წინამძღვარად, 1957 წელს კი - საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. იმავე წლის 24 ნოემბერს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვაზგენ პირველის მიერ ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად.

უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ბრძანებით არქიმანდრიტი კომიტასი 1972 წელს თბილისიდან ერევანში გადადის და ინიშნება არარატის საპატრიარქო ეპარქიის ეპარქიალურ ვიკარიუსად. მალე მას უბოძეს არქიეპისკოპოსობის პატივი და დაინიშნა უზენაესი სულიერი საბჭოს წევრად. არქიეპისკოპოსი კომიტასი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1980 წლის 3 დეკემბერს, 55 წლის ასაკში.

მთავარეპისკოპოსი კომიტასის ინიციატივით ხორციელდება თბილისის სურბ გევორგ ეკლესიის საკურთხეველის ფასადური ნაწილის მარმარილოთი მოპირკეთება, ასევე ეკლესიის იატაკის მოზაიკით მოპირკეთება. 1957 წელს ვანქის ეკლესიის ეზოდან სურბ გევორგის ეზოში გადაასვენეს ოთხი სომეხი გენერლის - კომს მიქაელ ლორის-მელიქიანის (1824-1888 წწ.), გენერალ-ლეიტენანტ არშაკ ტერ-ღუკასიანცის (1819-1881 წწ.), გენერალ-ადიუტანტ ჰოვანეს ლაზარიანცის (1820-1879 წწ.) და გენერალ-მაიორ ბეჰბუთ შელკოვნიკიანცის (1837-1878 წწ.) ცხედრები. 1976 წელს მან აკურთხა გარემონტებული სურბ სარგის ეკლესია.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են