Материалы

კათოლიკოსი გევორგ IV კონსტანტინოპოლელი ქერესტეჭიანი

81880-1881 (წინამძღვარობის წლები). კათოლიკოსი გევორგ IV კონსტანტინოპოლელი ქერესტეჭიანი. მთავარეპისკოპოსი გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ უწმინდესმა კათოლიკოსმა „არ მოისურვა თბილის ქალაქის მისი საყვარელი ხალხის ნუგეშის გარეშე დატოვება და ღირსეულის არჩევამდე უბრძანა თბილისის კონსისტორს გაეგრძელებინა მისი საქმე, თავმჯდომარეობით არქიმანდრიტ მამბრე სანასარიანისა, და, რომ ხალხი სულიერად უნუგეშიოდ არ დაეტოვებინა თვითონ დანიშნა ეპისკოპოსი აღაფირიანი, რომ იქადაგოს და ანუგეშოს ხალხი საჭირო დღეებში, ღვთისმსახურება აღავლინოს საეკლესიო ხუთ მთავარ დღესასწაულზე“ („არარატი“, 1880, გვ. 365-366). გევორგ მეოთხე კათოლიკოსი დაიბადა 1813 წლის 7 ივლისს. სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო ჟარანგავორაც სასწავლებელში. 1835 წელს ხელდასხმულიქნა არქიმანდრიტად, 1848 წელს - ეპისკოპოსად. 1844 წელს დაინიშნა ბრუსას სომხურ წინამძღვარად. 1858 წლის 17 ოქტომბერს არჩეულიქნა კონსტანტინოპოლის სომხურ პატრიარქად. 1860 წლის 21 აპრილს იგი გამოვიდა ეროვნული კონსტიტუციის წინააღმდეგ და უარი განაცხადა პატრიარქობაზე. 1861 წლის ოქტომბრიდან იგი ისევ ბრუსას ეპარქიის წინამძღვარია. 1866 წელს არჩეულიქნა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად. 1868 წ. დააფუძნა მთავარი საკათედრო ტაძრის ოფიციალური ჟურნალი "არარატი" და ააშენა წმინდა ეჯმიაწინის მუზეუმი. მოაწესრიგა მაირავანქის ტიპოგრაფია და წიგნსაცავი. კათოლიკოსმა გიორგი მეოთხემ დააარსა ეჯმიწინის გევორგიან სასულიერო სემინარია, 1879 წელს კი ააშენა ოშაკანის ეკლესია - მესროპ მაშტოცის საფლავზე. დააკანონა სომხური სასულიერო მუსიკა. კათოლიკოსი გიორგი მეოთხე გარდაიცვალა 1882 წლის 6 დეკემბერს წმინდა ეჯმიაწინში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են