Материалы

მღვდელი მამა ვირაპ ღაზარიანი

Ter Virapმღვდელი ვირაპ (აშოტ) ღაზარიანი დაიბადა 1973 წელს ქალაქ ეჯმიაწინის სოფელ აღავნატუნში.

1980-1990წწ. სწავლობდა და დაამთავრა ქ. ეჯმიაძინის მოვსეს ხორენაცის სახელობის მე -10 საშუალო სკოლა.

1990-1998წწ. სწავლობდა და დაამთავრა გევორქიან სასულიერო სემინარია.

1998 წლის 4 ივლისს, არქიეპისკოპოს შაჰე აჭემიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

1998-2000 წწ. სასულიერო სამსახურში დაინიშნა რუსეთის და ახალი ნახიჯევანის ეპარქიაში.

2000 წ. დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის არმავირის ეპარქიის არტიმეტის და მიმდებარე სოფლების სულიერ პასუხისმგებლად.

იმავე წელს დაინიშნა არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწედ, ამავე დროს, აპარანის რეგიონის, სულიერ პასუხისმგებლად.

2000 წლის 25 დეკემბერს, დაიცვა დისერტაცია თემაზე "მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სტამბა 1771-1920 წწ.“ .

2001 წლის 14 იანვარს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად და 22 თებერვლიდან 2015 წლის ივნისის თვემდე მსახურობდა აპარანში სულიერ მოძღვრად.

2015 წლის 8 ივლისს დაინიშნა უკრაინის ეპარქიის ქალაქ ზაპოროჟიის სულიერ მოძღვრად.

2016 წლის 1 მაისიდან უკრაინის სომეხთა ეპარქიიდან საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სამსახურში გადმოსული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი დაინიშნა ქვემო ქართლის რეგიოანის ქალაქ მარნეულის სოფლების - მირზოევკის, წითელის, შაუმიანის, დამიას, გიულუბაღის, ხოჟორნის, წოფის, ბრდაძორის, ულიანოვკას, ხოხმელის, ჩანახჩის, ახქიორფის სულიერ მოძღვრად.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან ღირსეული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი დაინიშნა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერ მოძღვრად.

2018 წლის პირველი სექტემბრიდან მღვდელი ვირაპ ღაზარიანი დაინიშნა ქვემო ქართლის რეგიოანის ქალაქ მარნეულის სოფლების - შაუმიანის, შულავერის, მირზოევკის, წითელის, დამიას, ხოხმელის სულიერ მოძღვრად.

2019 წლიდან მღვდელი ვირაპ ღაზარიანი მსახურებაში დაბრუნდა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში.

2020 წლიდან ღირსეული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი დაინიშნა თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრის სულიერ მოძღვრად.

მღვდელი ვირაპ ღაზარიანი ფლობს სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟიშვილი.

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი

ტელ.: .+995568 10 55 51 

ელ- ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են