Материалы

მღვდელი მამა არმაშ პოღოსიანი

Ter Armash

მღვდელი არმაშ პოღოსიანი (ნათლობის სახელი - ვაჰე) დაიბადა 1981 წლის 18 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ეჯმიაწინში.

1988-99 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ ეჯმიაწინის N12 საშუალო სკოლა. 

1999-2000 წლებში ჩაირიცხა და სწავლობდა შირაკის სასულიერო სასწავლებელში.

2000-06 წლებში სწავლობდა და დაამთავრა მთავარი საკათედრო სურბ ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარია.

2006 წლის 23 თებერვალს მთავარეპისკოპოს ნერსეს პოზაპალიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

2006 წლიდან მუშაობდა მთავარი საკათედრო სურბ ეჯმიაწინის სამეურნეო განყოფილებაში სამეურნეო ნაწილის გამგის თანაშემწედ.

2007 წლის 15 აპრილს მთავარეპისკოპოს ჰოვნან ტერტერიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად.

2007 წლის 1 ივნისს უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ II-ის განკარგულებით სასულიერო მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

2007 წლის 1 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ბრძანებით, სასულიერო მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სომხების და სურბ სარგის ეკლესიის სულიერ მწყემსად, სადაც უცვლელად მსახურობს დღემდე.

დაქორწინებულია. ჰყავს ორი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი.

საცხოვრებელი მისამართი: ქ. ნინოწმინდა, სამცხე-ჯავახეთი.

 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են