Материалы

არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი

Fr Zaven Yazichyanღირსი მამა  არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი (ნათლობის სახელით სარგისი) დაიბადა 1981 წლის 20 აპრილს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში.

1988-1996 წწ. სწავლობდა ერევნის მანუელ ქაჯუნის სახელობის N54-ე საჯარო სკოლაში.

1996-1998 წწ. გადავიდა ერევნის N149-ე უმაღლეს-სკოლაში – კოლეჯში უცხო ენების განხრით.

1999-2002 წწ. ირიცხებოდა სევანის ვაზგენიანის სასულიერო სკოლაში, 2002 წლის მაისიდან სწავლა განაგრძო გევორგიანის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2005 წელს. მან დაიცვა ხარისხი თემაზე „ლუსინინთა სამეფო საგვარეულო კილიკიაში“ და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

2004 წლის 25 დეკემბერს წმ. სტეფანე მთავარდიაკონის დღესასწაულზე, სამხრეთ რუსეთის სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ეზრას ნერსისიანის მიერ მიიღო დიაკვნის ხარისხი.

2005 წლის 25 სექტემბერს ვარაგის წმ. ჯვრის დღესასწაულზე, უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევითა და უმაღლესი განკარგულებით, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ტარონ ჭერეჭიანის მიერ ეკურთხა მოწესე მღვდლად და მიიღო სასულიერო სახელი – ზავენი.

უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევითა და „გაფეშჭიანის საოჯახო ფონდის“ დაფინანსებით, 2006 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინესოტას წმ. თომას სახელობის კათოლიკე უნივერსიტეტში, პროფესიული საკონსულტაციო ფსიქოლოგიის შესასწავლად. სწავლასთან ერთად მამა ზავენი მსახურობდა ამერიკის აღმოსავლეთ ეპარქიის – მინისოტას, ჯორჯიის, ტეხასის, ლუიზიანას, ილინოისის, ნიუ-იორკის სომხურ ეკლესიებში.

2009 წელს დაბრუნდა სამშობლოში, უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის უმაღლესი ბრძანების თანახმად, იტვირთა წმინდა ეჩმიაძინის კომპიუტერული განყოფილების – სომხური ქვეგანყოფილების დირექტორის მოვალეობა.

2009 წლის მეორე ნახევარში უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევითა და განკარგულებით, მამა ზავენი დაინიშნა სიუნიქის ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალად, 2010 წელს კი მისი უდიდებულესობა მთავარეპიკოპოსის უწმინდესის კონდაკით სიუნიქის მაზრა გამოეყო ვაიოც ძორის მაზრას და მამა ზავენ იაზიჩიანი სიუნიქის ისტორიული-ახლადდაარსებული ეპარქიის საწინამძღვროს პირველ ნაცვალად დაინიშნა.

2012 წ. უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის განკარგულებით, მამა ზავენი სიუნიქის  ეპარქიის საწინამძღვროს ნაცვალის თანამდებობიდან გათავისუფლდა, დაბრუნდა წმინდა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში და კადრების განყოფილების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

2012 წლის სექტემბერში მამა ზავენი გათავისუფლდა საკათედრო ტაძრის კადრების განყოფილების დირექტორის თანამდებობიდან და წმინდა გაიანეს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

2013 წ. უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით, მამა ზავენ იაზიჩიანი ინდოეთში გაემგზავრა და ინდოეთის სომხური ჰუმანისტური სემინარიის მეთვალყურისა და ინდოეთის სომეხთა სულიერი მოძღვრის თანამდებობა ჩაიბარა.

2016 წ. უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის თავმჯომარეობით, მამა ზავენ იაზიჩიანმა წარმატებით დაიცვა თავისი სადოქტორო ნაშრომი სათაურით „ფსიქოლოგიური ცოდნის მნიშვნელობა სულიერი მოძღვრის მსახურებაში“.

2016 წლის 29 დეკემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათალიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ეჩმიძინის საკათედრო ტაძრის უფროსი მნათის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ჰოვნან ჰაკობიანის მიერ მამა ზავენ იაზიჩიანმა ოშაკანის წმინდა მესროპ-მაშტოცის სახელობის ეკლესიაში არქიმანდრიტის ხარისხი მიიღო.

2016 წელს მისი უდიდებულესობა მთავარეპისკოპოსის განკარგულებით მამა ზავენი ინდოეთის სომხური ჰუმანისტური სემინარიის მეთვალყურე და ინდოეთის სომეხთა სულიერი მოძღვარი იყო, ამასთანავე იგი შორეულ აღმოსავლეთში უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ II კათალიკოსის უშუალო წარმომადგენლად დაინიშნა.

2017 წ. უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ II კათალიკოსის ბრძანებით, მამა ზავენი გათავისუფლდა ინდოეთში თავისი მოვალეობებისაგან და სინგაპურის, მიანმარისა და ბანგლადეშის სულიერ მოძღვრად დაინიშნა.

2017 წლის ბოლოს უწმინდესისა და უნეტარესის, კათალიკოსის გარეგინ II-ის ბრძანებულებით, მამა ზავენი შორეული აღმოსავლეთიდან სომხეთში დაბრუნდა და წმინდა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის უფროსი მნათის ნაცვალის თანამდებობაზე დაინიშნა.

2018 წელს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის განკარგულებით მიემგზავრება ეგვიპტის სომეხთა ეპარქიაში.

2018 წლის მეორე ნახევარში იგი კვლავ სომხეთში ბრუნდება და მსახურებას იწყებს ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარში სულიერი მეურვედ.

2019 წ. უწმინდესისა და უნეტარესის, კათალიკოსის გარეგინ II-ის მაღალი განკარგულებით, ღირსი მამა არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი სასულიერო მსახურებისათვის განეწესა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში და დაინიშნა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სოფ. შაუმიანის წითელსოფლის და ახქიორფის სულიერ მოძღვრად.

მამა ზავენმა რამდენჯერმე გამოაქვეყნა თეოლოგიური და ფსიქოლოგიური ნაშრომები სომხურ და ინგლისურ ენებზე. 2007 წლიდან მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგიური ასოციაციის წევრია.

საცხოვრებელი ადგილი: მარნეულის რაიონი, სოფ. წითელსოფელი.

ტელ.: 596 46 00 04

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են