Материалы

მღვდელი ღევონდ თაზაიანი

Ghevond Tazayan

მღვდელი ღევონდ თაზაიანი (საერო სახელი - კამო) დაიბადა 1989 წ. 13 აგვისტოს, ლორეს    პროვინციის ქ. სტეფანავანში.

1993 წ.გადმოვიდა საქართველოში, ქ. ნინოწმინდაში.

2008-2013 წწ. სწავლობდა სევანის ვაზგენიანის სასულიერო სემინარიაში, მიიღო ბაკალავრის ხარისხი.  

2013 წ. ჩაირიცხა სასულიერო პირთა მომზადების კურსზე.

2016 წ. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს მუშეღ ბაბაიანის მიერ ეკურთხა დიაკვნად.

2017 წ. დაამთავრა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო პირთა მომზადების კურსი.

2017 წ. 1-ლი ოქტომბრიდან  სასულიერო  მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების ახკერპის, გიულიბაღის, ხოჯორნის, ჩანახჩის, ოზნის, ბრდაძორის სასულიერო სამწყემსოს სულიერ ინსპექტორად. ამ პერიოდში ცხოვრობდა ქ. თბილისში და მონაწილეობდა თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის საეკლესიო რიტუალებში.

2018 წ. 1-ლი მაისიდან გათავისუფლდა მარნეულის სასულიერო სამწყემსოდან და სასულიერო მსახურებაში დაინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში წალკის მუნიციპალიტეტის სომხური თემების სულიერი მწყემსის დამხმარედ.

2022 წ. 24 თებერვალს წმ. ვარდანანცის დღესასწაულზე,  არმავირის ეპარქიის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში, დამასკოს თემის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს არმაშ ნალბანდიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაერქვა მღვდელი ღევონდი.

2022 წ. 1 მაისს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულების საფუძველზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ბრძანებით ღირსი მღვდელი ღევონდ თაზაიანი სასულიერო მსახურებაში დაინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში წალკის სასულიერო სამწყემსოს სულიერ მწყემსად.

დაოჯახებულია, ჰყავს 1 ვაჟიშვილი.

ტელ.: (+995) 568 77 71 19

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են