Материалы

„ალ. მანთაშიანც“ ცენტრში დიდი სომეხი მწერლის გევორგ ემინის 100 წლის იუბილე ადიდეს

2019 წლის 14 დეკემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „ალ. მანთაშიანც“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში, სონა ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით მორიგი ღონისძიება ჩატარდა. იგი სომეხი მწერლის გევორგ ემინის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. ღონისძიება დაგეგმა ცენტრის „მესროპ მაშტოც“ საკვირაო სკოლის მასწავლებელმა სათენიკ დანიელიანმა. ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს ესწრებოდნენ ცენტრის მოსწავლეები, მათ მშობლები, სტუმრები.

სომხური ენის შემასწავლებელი ერთდღიანი სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენით წაიკითხეს ნიჭიერი მწერლის პატრიოტული, სასიყვარულო, ლირიკული, ფილოსოფური ლექსები, წარადგინეს სხვა დიადების მიერ გევორგ ემინისა და მისი შემოქმედებისადმი გაკეთებული შეფასებები.

ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ცენტრის „აღბიურ“ (წყარო) სიმღერის გუნდი (ხელმღვანელი - ოვანისიან, პიანისტი - პარონიან) და დეკლამაციის ჯგუფი (ხელმძღვანელი - სათენიკ დანიელიან).

ღონისძიების დასასრულს, დამსწრეები ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის სასულიერო მსახურმა, მღვდელ არარატ გუმბალიანმა აკურთხა. მათ გადასცა წინამძღვრის ნაცვალის არქიმანტრის კირაკოს დავთიანის კურთხევა, ტერ არარატმა შეაფასა ორგანიზატორების ინიციატივა და აღნიშნა მსგავსი ღონისძიებების განხორციელების ღირებულება.მან ასევე მიმოიხილა სომხური ლიტერატურის და კულტურის დიდი პიროვნებების ცხოვრება და საქმიანობა.

საღამომ გევორგ ემინის შემოქმედების გახსენების შესაძლებლობა შექმნა.

სურბ ფრკიჩ, ალექსანდრე მანთაშიანცი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են