დარაქოვში ხელმეორედ იკურთხა მე-14 საუკუნის სომხური ეკლესია
2021 წლის 28 აგვისტოს, მორწმუნეები მიიღო წალკის რაიონის სოფ. დარაქოვის რესტავრირებულმა და ხელმეორედ კურთხეულმა მე-14 საუკუნეში აშენებულმა „სურბ ჰარუთიუნ“ ეკლესიამ.
ეკლესია, რომელიც ცნობილია მისი ღვთაებრივი ძალით, გალამაზდა და ახლებური იერსახე შეიძინა თბილისში და ერევანში მცხოვრები ცნობილი ძმების- გაგიკ და რაფაელ აღაჯანიანებს ქველმოქმედებით.
ეკლესიის ხელმეორედ კურთხევის საზეიმო რიტუალს თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, ვიკარიუს არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის თანხლებით.
ღირსშესანიშნავ და სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ წალკის მერი ილია საბაძე, მერიის თანამშრომლები, ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის წარმომადგენელი სამველ მკოიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ნინოწმინდის სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი, დიაკვნები, ადგილობრივი და მიმდებარე სოფლებიდან მოსული უამრავი მორწმუნე.
ეკლესიის ხელმეორედ კურთხევა ჩატარდა სომხეთის რესპუბლიკის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის არქეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის მიერ.
ადგილობრივებს განახლებული ღვთის სახლის და სამლოცველოს ქონა მიულოცა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ და ქველმოქმედ ძმებს ეროვნული და საეკლესიო საქმიანობით მოწოდებული რწმენითა და თავდადებით გაჯერებული ცხოვრება უსურვა.
ეკლესიის რესტავრაციის და ხელმეორედ კურთხევის სამუშაოების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადეს წალკის რაიონის სულიერ პასუხისმგებელ დიაკვან კამო თაზაიანს, სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს და თანამშრომლებს.
და ბოლოს ქველმოქმედი ძმების მიერ შესაწირით გამასპინძლება გაიმართა.
დარაქოვი სომხებით დასახლებული სოფელია საქართველოში, მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონის წალკის რაიონში, წალკიდან დასავლეთით 15 კმ-ში, ზღვის დონიდან 1520 მ. სიმაღლეზე. ისტორიულ ძეგლებს შორისაა ეკლესია, რომელიც 1308 წელს აშენდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში 1859-1860 წლებში სოფლის მოსახლეობამ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარა. სოფელს აქვს საშუალო სკოლა, კლუბი, ბიბლიოთეკა, მაღაზია.