Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ საკვირაო სკოლის კომიტას არქიმანდრიტის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2019 წლის 8 ივნისს, თემის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის დარბაზის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ საკვირაო სკოლაში, კომიტას არქიმანდრიტის დიდებული იუებილესადმი მიძღვნილი ღონიძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარიქიის წინამძღვარი, ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანი, ცენტრის სასულიერო მსახურის ტერ ტათევ მღვდელ მარუქიანის თანხლებით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი მიესალმა დამსწრეებს და ღონისძიების მიზანი გააცნო, რომელიც ითვალისწინებდა ქედის მოხრას კომიტას არქიმანდრიტის წინაშე, იმ ბავშვების მიერ, რომლებსაც მშობლიური ენა უკვე კარგად აქვთ ათვისებული.

გატარებული სამუშაოები ნამდვილად დიდი იყო, ის სომეხი ბავშვები, რომლებიც განათლებას უცხოენოვან სასწავლო დაწესებულებებში იღებენ, მასწავლებლების, თამარა გაბოიანის და რევიკ კარაპეტიანის ძალისხმევით, სომხურად წარადგინეს კომიტას არქიმანდრიტის ცხოვრება და საქმიანობა, აგრეთვე წაიკითხეს ლექსები პარუირ სევაკის „ეღიცი ლუის“ პოემიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორალი“ სიმღერის გუნდი, გუნდის ხელმძღვანელ მარია 20190608აბულიანის და პიანისტ კარენ მირზოიანის ხელმძღვანელობით, „ტარონ“ ცეკვის ანსამბლი სურენ აბრამიანის ხელმძღვანელობით, აგრეთვე სოლისტი აიდა ბაზოიანი და სხვები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კურთხევის სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა თემის წინამძღვარი. ვაზგენ უწმინდესმა დადებითად შეაფასა მასწავლებებლების მიერ გაწეული სამუშაო, სომეხი ახალგაზრდებისთვის სომეხი დიდი ადამიანების გაცნობის კუთხით, მათი შემოქმედების გაცნობის და ათვისებისთვის. მან ახალგაზრდებს მოუწოდა სომხურის სწავლების და სომხური კულტურის გავრცელებისკენ, რომელიც სწორედ ამ ცენტრის მიზანს წარმოადგენს.

საქართველოს სომეხთა თემში გრძელდება ერის ორი დიადი პიროვნების, ჰოვანეს თუმანიანის და კომიტას არქიმანდრიტის 150 წლის იუბიესამდი მიძღვნილი ღონისძიებები.

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են