საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანი-150“ სამახსოვრო მედალი ჟურნალისტ რუზანა ვარდერესიანს
2023 წლის 8 ივლისს, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად საქველმოქმედო საზოგადოებრივი ცენტრის - „ჯარისკაცის სახლი“ საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუზანა ვარდერესიანი მიიღო.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლის“ სამეცნიერო და კულტურული ცენტრის დაარსებაში შეტანილი წვლილის დიდად დაფასებით, ეპარქიის წინამძღვრის განკარგულებით რუზანა ვარდერესიანი დაჯილდოვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანი-150“ სამახსოვრო მედლით.
მამობრივ კურთხევასთან ერთად არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ცნობილ ჟურნალისტ რუზანა ვარდერესიანს სამახსოვრო მედალი გადასცა და ახალ–ახალი წარმატებები უსურვა.