ბათუმის მუსიკალურ თეატრში არქიმანდრიტ კომიტასის 150 წლის იუბილე აღინიშნა
2019 წლის 30 ოქტომბერს, ბათუმის მუსიკალურ თეატრში არქიმანდრიტ კომიტასის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ერის ორი მისაბაძი შვილების, ჰოვანეს თუმანიანის და არიქმანდრიტ კომიტასის დიდებულ იუბილესთან დაკავშირებით, თეატრის შენობაში ორგანიზებული იყო თუმანიანის ფოტოების გამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვის ნაცვალი ხელმძღვანელობს, ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული, მშობლები, სტუმრები, ბათუმელი სომეხი საზოგადოების წევრები.
ღონისძიება გახსნა „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის დირექტორმა, სონა ჰოვანისიანმა. უკანასკნელმა ბათუმელი სომეხი მოსახლეობის წარმომადგენელ ქრისტინე თადევოსიანთან ერთად წარადგინა არქიმანდრიტ კომიტასის ცხოვრება, საქმიანობა და უხელმძღვანელა ღონისძიებას. ღონისძიებაზე წარსდგა ცენტრის „აღბიურ“ (წყარო) სიმღერის გუნდი, რუზანა ოვანისიანის (ქორმაისტერი) ხელმძღვანელობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „ბათუმი“ სიმღერის გუნდი, ჭაბუკი სურმანიძის ხელმძღვანელობით.
კომიტასის შემოქმედების საოცარი შესრულებით წარსდგნენ ერევნის კომიტასის სახელობის კონსერვატორიის ლექტორები ნელი გასპარიანი, ლუსინე ხაჩიკიანი და პიანისტი თამარა პარონიანი.
ღონისძიების დასასრულს სიტყვით წარსდგნენ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეღიშე სარგსიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის, აჭარის, გურიის და იმერეთის სომხეხი მოსახლეობის სასულიერო მსახური, მღვდელი არარატ გუმბალიანი.
ღონისძიება შეაჯამა და დამსწრეებს კურთხევა გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა. წმინდა მამამ უმაღლესად შეაფასა „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის საქმიანობა, ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გაწეული სამსახური და სიგელები გადასცა ღონისძიების მონაწილეებს. არიქმანდრიტ კირაკოს დავთიანმა ერის მეორე შვილის, ჰოვანეს თუმანიანის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წარადგინა ახლახანს, საქართველოს კულტურის სამინისტროს და საქართველოს სომეხთა ეპარქიის დაფინანსებით და მხარდაჭერით ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი, სადაც შესულია თუმანიანის ოთხსტრიქონიანი და სხვა შემოქმედების ორენოვანი კრებული. წმინდა მამამ წიგნი ტერ არარატს აჩუქა.
წინამძღვრის ნაცვალის ვიზიტი აჭარაში, 31 ოქტომბერს დასრულდა.