თბილისის სომხურმა თემმა ჰოვანეს თუმანიანის 151-ე იუბილე აღნიშნა
19 თებერვალი ყოვლად სომეხთა პოეტ ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეა. სახლახო მწერლის 151-ე იუბილე თბილისში სადღესასწაულოდ აღინიშნა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მიღებული წესის თანახმად, დღესასწაული სომეხი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების თბილისის ხოჯივანქის პანთეონში ვიზიტით დაიწყო, სადაც დაკრძალულია სომეხთა დიდი პოეტი. მის საფლავზე ქედი მოიხარეს თბილისის სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ლიტერატურის, კულტურის მოღვაწეები, საზოგადო დაწესებულებების ხელმძღვანელები. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუბენ სადოიანის წინამძღვრობით, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტ არტაკ დავთიანმა და დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს დიდი პოეტის საფლავი და აქვე დაკრძალული, ერის ღირსეული შვილების სამარხები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით და სასულიერო დასის მონაწილეობით, დიდი თუმანიანის საფლავთან პარაკლისი შესრულდა. ამის შემდეგ, წმინდა მამამ მიუგო დამსწრეებს და მადლობა გადაუხადა მათ ერის დიდი პირების ხსოვნის პატივისცემისთვის და თაობებისთვის გადაცემისთვის.
წლების წინ ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე სომხეთის მწერალთა კავშირის მიერ „წიგნის ჩუქების დღედ“ გამოცხადდა, რომელიც ნაადრევად გარდაცვლილი მწერლის, მთარგმნელი ანაჰიტ ბოსტანჯიანის მიერ თბილისშიც დაწესდა. ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა, დამსწრეებმა ერთმანეთს სხვადასხვა წიგნები აჩუქეს, რომელიც ანაჰიტ ბოსტანჯიანის, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ სამეცნიერო და „ჰაიარტუნ“ საგანამანათლებლო-კულტურული ცენტრების ბიბლიოთეკებიდან იყო გამოტანილი.
დიდი ლორელის დაბადების დღის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში გაგრძელდა. თუმანიანის სახლის მისაღებ დარბაზში ადგილები დაიკავეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანმა, პოეტი და მთარგმნელ გივი შაჰნაზარმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელ არენ არაქელიანმა, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორმა, ვან ბაიბურთიანმა, თუმანიანის შვილთაშვილმა ალიონა კოლესნიკოვამ, თბილისის სომეხი ინტელიგენციის წევრებმა, ხელოვნებმა და ლიტერატურის მოყვარულებმა.
ყოვლად სომეხთა პოეტის ისტორიული ბინა სავსე იყო საიოუბილეო განწყობით. ცენტრის ხელმძღვანელ გისანე ჰოვსეფიანის მისალოცი და მადლობის სიტყვის შემდეგ, სადღესასწაულო მაგიდის ირგვლივ შეკრებილ სტუმრებს „პერგამენტის“ ფურცლები დაურიგდათ რომელშიც მოყვანილი იყო ციტატები თუმანიანის „სამყაროდან“.
საღამო მშვენიერი იყო, დამსწრეებმა გახსნეს „შეტყობინებები“, ჩაერთვნენ თუმანიანის შესახებ სიტყვით გამოსვლის განსაკუთრებულ წესში, გამოთქვეს აზრები თავიანთი ნათელი, გულწრფელი სიტყვებით, ყოვლად სომეხთა პოეტის შესაებ. საღამო თავიანთი მშვენიერი მუსიკით, სიმღერით და მხატვრული კითხვით გაალამაზეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკის გუნდის მოსწავლეებმა ივანე მკრტჩიანის ხელმძღვანელობით, პიანისტ ესაი აბოვიანმა, სოლისტ აიდა ბაზოიანმა, ღირსეულმა პედაგოგმა როზა ზოჰრაბიანმა, ცნობილმა მსახიობმა მელანია ბარსეღიანმა, მწერლებმა ლუსინე ვანოიანმა, მარინა კირაკოსიან-მოვსესოვამ და მიხაილ ანანოვმა, თავის ქალიშვილ, ანნასთან ერთად.
საღამო დასრულდა მარინა სუმახიანის სიურპრიზით, სანთლებით მორთული ტრადიციული საიუბილეო ტორტის გამასპინძლებით და ციდან, დიდი თუმანიანის კურთხევით.