Материалы

თბილისში არქიმანდრიტ მაღაქია ამირიანი ჯავახელ სომეხ სტუდენტებს შეხვდა

2019 წლის 31 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო ვიკარიატის არქიმანდრიტ მაღაქია ამირიანი შეხვდა იმ ჯავახელ სტუდენტებს, რომლებიც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. შეხვედრა გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული სექტორის ხელმძღვანელ ტერ ტათევ მარუქიანის ინიციატივით.

61459545მოხდა ინფორმაციის გაცვლა, სტუდენტებმა ისაუბრეს წარმატებების და პრობლემების შესახებ, წარადგინეს თბილისში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაგეგიმილი პროგრამები.

მამა მაღაქიამ თავისი კურთხევა გადასცა ახალგაზრებს, დადებითად შეაფასა მათი პროფესიული განათლებისადმი მიმართული ძალისხმევა, მოუწოდა მათ, რომ გაერთიანდნენ ეკლესიის ირგვლივ და ერთობრილივი ძალებით შეინარჩუნონ ეროვნული ღირებულებები. მან ასევე ახალგაზრდებს მოუწოდა უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაუბრუნდნენ ჯავახეთს და წვლილი შეიტანონ რეგიონის განვითარებასა და წინსვლაში.

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են