საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის დასამშვიდობებელი სიტყვა ეპარქიის სასულიერო პირებსა და მერწმუნეებს
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ძვირფასო სამღვდელოებავ და მორწმუნეებო,
2002 წლის სექტემბრიდან, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრად დავინიშნე. ის, თუ ამ პერიოდში რა მდგომარეობაში იყო ეპარქია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი.
17 წლის განმავლობაში უწმინდესის, კათოლიკოს გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო პირების, ეპარქიის თანამშრომლებისა და მორწმუნეების მონაწილეობით, ასევე ჩვენი ერთგული მეცენატების მხარდაჭერით, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ათეულობით ეკლესია აღდგა და აშენდა, მათ შორის თბილისის სურბ გევორგის და ავლაბრის სურბ ეჯმიაძინის ეკლესიები. სხვა და სხვა რეგიონში რამდენიმე ათეული ძეგლი და ხაჩქარი განთავსდა, მათ შორის: თბილისსა და ბათუმში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა, მეორე მსოფლიო ომისა და არცახის განთავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი და სარდარაპატის ომში გამარჯვების 100 წლისთავთან დაკავშირებით.
საქართველოს მასშტაბით, სომხურ ეკლესიებსა თუ სალოცავებში დაინიშნენ მუდმივად მსახური ან ვიზიტორი წინამძღვრები, მათ მიერ ეკლესიის მსახურების შედეგად მოჰყვა საეკლესიო და ეროვნული ტრადიციების აღორძინება.
დღეს ეპარქიაში, ორი არქიმანდრიტი, ერთი ბერი, თექვსმეტი მღვდელი და რვა დიაკვანი მსახურობს. ჩვენ მოსამზადებლად აბიტურიენტები გავგზავნეთ წმიდა ეჯმიაძინის სასულიერო სემინარიაში და წმინდა იერუსალიმის წმინდა ჰაკობეანც სასულიერო სკოლაში, რითაც მოვაგვარეთ ეპარქიის სასულიერო პირების ნაკლებობის საკითხი.
2012 წელს ეპარქია საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირთა სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირდა და სახელმწიფო და იურიდიულ სფეროებში საქმიანი ურთიერთობები ჩამოაყალიბა.
ეპარქიის ადმინისტრაციის ეფექტური საქმიანობისათვის, შეიქმნა რამოდენიმე დეპარტამენტი. სამართლებრივი საკითხებისა და თანამშრომლობის, განათლების, მედიისა და ინფორმაციის, კულტურის, ახალგაზრდულ საკითხთა, ფინანსური და ადმინისტრაციული დეპარტამენტები. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 250 ადამიანია დასაქმებული აღნიშნულ დეპარტამენტებში.
2011 წელს თბილისში გაიხსნა "ჰაიარტუნ" საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი, რომელმაც ბათუმში, რუსთავსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი ცენტრების შექმნას შეუწყო ხელი, რომლის გარშემოც ათასობით ბავშვი, მოზარდი და ახალგაზრდა შეიკრიბა. ცენტრებს აქვთ სკოლამდელი სწავლება, ერთდღიანი (საკვირაო) სკოლა და ასევე სიმღერის, ცეკვის, დუდუკის, დოლის, ფოლკლორის და თეატრალური წრეები. ეროვნული მნიშვნელობისაა ჰოვანეს თუმანიანის თბილისის სახლის შეძენა და მის ადგილას სამეცნიერო და კულტურული ცენტრის გახსნა.
ვიზრუნეთ ხალხის სომხური სულის შენარჩუნებაზე, სულიერ და სოციალურ საჭიროებებზე. განხორციელდა საგამომცემლო საქმიანობა და ათასობით სხვადასხვა ღონისძიება, რომლებმაც ფართო გავრცელება მოიპოვეს მრევლში, ზოგიერთი კი შეტანილ იქნა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო პროგრამებში. ეპარქია აქტიურად მონაწილეობდა სომხეთში და საქართველოში ჩატარებულ უამრავ პროგრამებში. მთელი საქართველოს მასშტაბით, ეროვნული და კულტურული ცხოვრება ეკლესიის გარშემო მოექცა.
მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხები საქართველოს სახელმწიფო და სასამართლო ინსტანციებში დავიცავით, ისევე როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე. საქართველოს მთავრობას საბაზისო დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, რათა 60 ეკლესია და სამლოცველო ოფიციალურად დაუბრუნდეს ეპარქიას.
ჩვენი მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის ქვეშ იმყოფება საბჭოთა ეპოქის დროს დაკავებული სომხური ისტორიული ძეგლები და ტაძრები, რომლებიც ეპარქიას არ დაუბრუნდა, და რომელთა დაცვის და კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების თხოვნით არაერთხელ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს. დღესაც, ხელმძღვანელობა კვლავაც განაგრძობს მოლაპარაკებებს ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი სულიერი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და ეპარქიისთვის დაბრუნების საკითხებზე.
ძლიერი და პრაქტიკული კავშირები დამყარდა სომხეთთან, საქართველოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს და სხვა რელიგიურ და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, განხორციელდა სხვადასხვა სასულიერო, კულტურული, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროგრამა.
2001 წლიდან, კათოლიკოსი გარეგინ II-ის კურთვევით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიტი დაარსდა, რომელიც 2014 წელს, არქიმქნდრიტ ბაბკენ სალბიანის მმართველობის პერიოდში, საჯარო რეესტრში იურიდიულად დარეგისტრირდა. დღეს სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მოსახლეობას სულ 48 ეკლესიასა და სამლოცველოში მსახურობს - ცამეტი სასულიერო პირი.
ვიკარიტში ოთხი საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრი მოქმედებს, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი პერსონალით და მატერიალური რესურსებით. სამცხე-ჯავახეთისა და წალკის თემში ახალი წინამძრვრის, არქიმანდრიტ ტერ მაღაქია ამირიანის დანიშვნამ ხალხს ახალი სულიერი საზრდო მისცა.
ჩვენი ხელმძღვანელობის მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სომხურ-ქართულ საეკლესიო და კულტურულ კავშირებს, მათი განმტკიცების მიზანი იყო 2003 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს სომხეთში ვიზიტი და 2011 წელს სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ს ვიზიტი საქართველოში. საქართველოს მთავრობის წევრების ვიზიტები სომხურ ეპარქიაში და ეკლესიებში ორი ხალხისა, სახელმწიფოს მეგობრობისა და ქრისტიანული მემკვიდრეობის საერთო ღირებულებების ნათელი მაგალითია.
17 წლის საწინამძღვრო მსახურების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა მრევლის რიცხვის მატება ეკლესიებში. ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში, განსაკუთრებით ეკლესიისთვის ურთულეს პერიოდში, სომეხი მორწმუნე ადამიანი, უღალატო და ერთგული რჩებოდა თავის მრწამსის და ეკლესიისადმი. დიდი ნუგეშია ჩვენთვის, რომ საქართველოში და მის დედაქალაქ თბილისში ღვთისმოშიში და ქრისტეს მორწმუნე ხალხს ვხედავთ. ჩვენი მორწმუნეების ლოცვით, ჩვენი სულის ტაძარი მტკიცე და უძრავია. ეს არის სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის უდიდესი სიმდიდრე.
ძვირფასო დანო და ძმანო ამჟამად საქართველოში სომეხთა ეპარქიაში მუდმივად ფუნქციონირებს ეკლესია, სასულიერო პირები, ეპარქიალური ინსტიტუტები, გვაქვს მენეჯმენტის მკაფიო სტრუქტურა,საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრებით, შესაბამისი თანამდებობის პირებით, მუდმივი მატერიალური უზრუნველყოფიდ, ამიტომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში ხელმძღვანელობის მისიას დასრულებულად ვთვლი და ვბრუნდები სამშობლოში - წმინდა ეჯმიაძინში.
მსურს პატიება ვთხოვო ჩვენს მრევლს, რომ ჩვენ ყოველთვის მათ მოლოდინს ვერ ვამართლებდით, ყოველთვის შესაძლებელი არ იყო მათი მგლოვიარე გულებისა და მათი მსასოებელი სულების განკურნება.
ჩვენ ერთგულ სომეხ ხალხს ვუზიარებთ ჩვენს სიყვარულს და კურთხევას და მოვუწოდებთ, რომ ეკლესიას უფრო გულწრფელად მიუდგნენ, დაიცვან ჩვენი ისტორიული და კულტურული მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობა, გაერთიანდნენ უფლისგან მემკვიდრეობით მიღებულ სომხური ეკლესიის ირგვლივ.
ჩვენ მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ ურთიერთობები სომხეთისა და წმიდა ეჯმიაძინის სასულიერო მსახურებთან, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის და თემის წინამძღვრებთან, ძლიერი და უფრო ინტეგრირებული საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ და ერთმანეთს მშვიდობა, სიყვარული, პატიება და სიკეთე გაუზიაროთ.
ვლოცულობთ და მადლობას ვუხდით სასულიერო დასს, ვისთანაც ერთად მოგვიწია სხვადასხვა სირთულეების გადალახვა და გამარჯვებების აღნიშვნა. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ გამოცდილება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისთვის ბრძოლისას, ზამთრის ცივ და ზაფხულის ცხელ დღეებში არ შევწყვიტეთ ჩვენი ხალხის ქრისტიანულ და რელიგიურ ცხოვრებაზე ზრუნვა. წარსულში, ჩვენ ასევე სასულიერო პირების დანაკარგები გვქონია და ჩვენი გულის სიღრმეში ვლოცულობდით მათ მშვიდობასა და ხსენებაზე.
მშვიდობა შევსთხოვთ წმინდა ღვთიშობელს საქართველოსა და სომხეთისთვის.
ღმერთს ვთხოვთ მშვიდობა მისცეს ჩვენს უძველისი ცივილიზაციის მქონე ხალხს.
გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას საქართველოს, რომ მრავალი საუკუნეების მანძილზე ზრუნავდა ამ წმინდა მიწაზე მცხოვრებ ჩვენს ხალხზე.
საქართველოში გავლილმა წლებმა შემსძინა ახალი მეგობრები და გამამდიდრა ხალხის სითბოთი. მაშასადამე ყოველთვის ვილოცებ საქართველოს, ქართული მართლმადიდებელი ეკლისსის და ჩვენი ხალხისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და ყველა სიყვარულში და მშვიდობაში გამყოფოთ.