საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა საქართველოში გერმანიის ფედერაციის საელჩოს მიღებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სომეხთა თემის წინამძღვარმა, ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციის საელჩოს მიღებების სახლში მონაწილეობა მიიღო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბრაზილიიდან და გერმანიიდან ჩამოსული გერმანული ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსების საპატივცემლოდ ორგანიზებულ მიღებაში. მიღება ორგანიზებული იყო საქართველოში გერმანიის ფედერალური სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის და მისი მეუღლის მიერ.
მოწვეულთა სიაში შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ქართველი სახელმწიფო-პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო მსახურები საქართველოს საპატრიარქოდან, რომაულ-კათოლიკური, საქართველოს ლუთერანული და ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვრები.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში გერმანიის ფედერალური სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუთერანული ეკლესიის სტუმარი ეპისკოპოსები.
ვახშამი მიმდინარეობდა თბილ და სტუმართმოყვარე გარემოში.