Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიოს ბენდ“ გუნდის მესამე ცვლა მაყურებელს წარუდგა

2019 წლის 9 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტალური გუნდის მესამე ცვლის სოლო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე თავისი კურთხევით წარდგა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანი. კონცერტს ესწრებოდნენ თემის სასულიერო დასი, ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები, სათემო მოღვაწეები, მშობლები, სტუმრები.

ღონისძიება განწობის ამაღლების და საანგარიშო ხასიათს ატარებდა. იგი თავისი ჟღერადობით, ოსტატური შესრულებით და ძვირფასი სტრუქტურით ლამაზი სიურპრიზის სახე მიიღო მშობლების, მეგობრების და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ოფიცილური წარმომადგენლებისთვის.

სოლო კონცერტის მსვლელობისას, მაყურებლის თბილი მიღება დაიმსახურა გუნდის სოლისტმა, რუზანნა მიქაელიანცმა. მან სიმღერის ასპარეზზე თავისი პირველი ნაბიჯები „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორალი“ სიმღერის გუნდში გადადგა, რის შემდეგაც გაწევრიანდა სურბ გევორქ სამოციქულო ეკლესიის მაკარ ეკმალიანის სიმღერის გუნდში. რუზანნამ სომხურად, ქართულად და სხვადასხვა ენებზე ესტრადული სიმღერის შესანიშნავი შესრულბებებით სოლისტის მრაცალმხრივი უნარები გამოავლინა.

შთამბეჭდავი იყო ვოკალურ-ინსტრუმენტალური გუნდის წევრის არტიომ არუთუნოვის (დასარტყმელი საკრავები), დავით ხაჩატრიანის (ბას გიტარა), ალექს ჰაკობიანის (ვიოლინო) შესრულებული მუსიკა. დარბაზმა თავისი აღფთოვანება და კმაყოფილება ხანგრძლივი ოვაციებით გამოხატა.

კონცერტის მიწურულს, სიტყვით გამოვიდა ანსამბლის ხელმძღვანელი, მუსიკოსი ვლადიმირ ასატუროვი. უკანასკნელმა მიმოიხილა პერიოდულად განახლებული გუნდის ჩამოყალიბების გზა, შეაფასა უკვე მესამე ცვლის წარმატებები და მადლიერებით აღნიშნა თემის წინამძღვრის ყურადღება და მხარდაჭერა გუნდის ჩამოყალიბების პროცესში. გუნდის ხელმძღვანელმა შეაქო გუნდის წევრები მრავალეროვნული და მრავალი ჟანრის კულტურისადმი გამოჩენილი ინტერესის გამო და იმედი გამოთქვა, რომ ახალ სასწავლო წელს გუნდის ჩამოყალიბების კუთხით, სამუშაოები გაგრძელდება, იმ მიზნით, რომ თავიანთი შესრულებითი ხელოვნება წარადგინონ თბილისის გარეთ, სომხებით დასახლებულ ტერიტორიებში.

201906091„ჰაიოს ბენდ“ ვოკალურ-ინსტრუმენტალური გუნდის სოლისტმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის კურთხევა და შეფასება დაიმსახურა. თემის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა მუსიკოს ვლადიმირ ასატუროვს, გულმოდგინე სამუშაოს გაწევისთვის და საქართველოში ერთადერთი სომხური ესტრადული გუნდის შექმნისთვის.

ვაზგენ უწმინდესმა განსაკუთრებულად შეაფასა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელობის, კულტურის განყოფილების თანამშრომლების საქმიანობა და მათი წვლილი გუნდების სამუშაოების ორგანიზების კუთხით. მან სიტყვა დაასრულა თბილისში სომხური კულტურის, როგორც ღირებულებად წარდგენის მნიშვნელობას, რომლის მისიაც უმეტესწილად თემის კულტურულ ცენტრებს აბარია.

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են