Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ერთდღიანი სკოლების კურსდამთავრებულებმა გამოსაშვები გამოცდები ჩააბარეს

2019 წლის 22 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ჯინიშიანის ხსოვნის“ დარბაზში ეპარქიის „სურბ გრიქორ ნარეკაცი“ (მასწავლებლები - თამარა გაბოიან და რევიკ კარაპეტიან) და „სურბ ეღია მარქარე“ (მასწავლებლები - როზა ზორაბიან და რევიკ კარაპეტიან) საკვირაო სკოლების კურსდამთავრებულების გამოსაშვები გამოცდები ჩატარდა. მეორე კლასის 26-მა მოსწავლემ მშობლიური ენის ფლობის დამასტურებელი სერტიფიკატისთვის გამოცდა ჩააბარა. გამოცდის კითვები შედგებოდა სომხური ენისა და ლიტერატურის, სომეხი ხალხის და სომხური ეკლესიის ისტორიისგან, ასევე იყო კითხვები სიტყვის თავისუფლების შესახებ.

20190622საგამოცდო კომისიამ, ეპარქიის განათლების დეპარტამენტის დირექტორ ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანელობით, შეაფასა კურსდამთავრებულების ცოდნა. ორივე სკოლის მოსწავლეებმა საკმარისი ცოდნა გამოავლინეს, რადგან მათ არა მხოლოდ შეძლეს ანბანის დაძლევა, არამედ გაეცნეს სომხური ლიტერატურის გენიოსების საქმიანობას და დაიზეპირეს სომეხური პოეზიის ნაწარმოებები, ისინი აგრეთვე ფლობდნენ სომხეთის ისტორიას. ერთმნიშვნელოვნად გამოვლინდა კურსდამთავრებულების მადლიერება მშობლიურთან დაახლოვებისთვის და მისი სწავლის ხელმისაწვდომობისთვის.

ის კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას, მიიღებენ ყოვლადუსამღვდელოეს ტერ ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის კურთხევას და სერტიფიკატს, მშობლიური ენის შემსწავლელი კურსის დამთავრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სომეხთა თემის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედებს ორი ერთდღიანი სკოლა, სადაც მსურველებს შეუძლიათ ისწავლონ სომხური ენა და ლიტერატურა, გაეცნონ სომხური ეკლესიის და სომეხი ხალხის ისტორიას. აქ სწავლა ორწლიანია. ათი და უფროსი ასაკის მშობლიური ენის არმცოდნე სომხებს ამ სკოლებში საშუალება ეძლევათ ისწავლოს სომხური. სწავლა უფასოა.

20190622

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են