გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან
ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანმა თავისი მსახურობის დასრულებასთან დაკავშირებით მცხეთის ჯვარის საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
უწმინდესმა ჯერ თბილისის საპატრიარქოს ესტუმრა, სადაც მას უმასპინძლა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილმა. ვაზგენ ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ შორენას და საპატრიარქოს პერსონალს, ერთობლივად განხორციელებული სამუშაოებისთვის, ხოლო შემდეგ, ერთად ესტუმრნენ მცხეთას, სადაც უწმინდესს თბილად დახვდა პატრიარქი ილია II. ვაზგენ ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს პატრიარქს 17 წლების განმავლობაში მიღების და მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულების გამოჩენისთვის.
მისმა უწმინდესობამ უმაღლესად შეაფასა უწმინდესის საქმიანობა საქართველოში და ხაზი გაუსვა სომხურ-ქართული ეკლესიების ათასწლიანი მეგობრობას. პატრიარქ ილია მეორემ გაიხსენა მისსა და სომხური ეკლესიის კათოლიკოსებსა და სასულიერო დასის შორის არსებული ძმური კავშირები და სურბ ეჯმიაწინის შესახებ მისი თბილი მოგონებები. მისმა უწმინდესობამ თავისი კურთხევა გადასცა უწმინდეს მამას და, როგორც სიყვარულის და შეფასების სიმბოლო, ლამაზი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ვაზგენ ეპისკოპოსმა პატრიარქ ილია მეორეს გადასცა სრულიად სომხეთის კათოლიკოსის, გარეგინ მეორეს ძმური სიყვარული და პატივისცემა. საქართველოს პატრიარქმა ვაზგენ ეპისკოპოსის საშუალებით სრულიად სომხეთის კათოლიკოსს გადასცა ექსკლუზიურად დაბეჭდილი, ღირებული წიგნი.
სრულიად საქართველოს პატრიარქმა ასევე ილოცა საქართველოს და სომხეთის მშვიდობის და მარადისობისთვის.
მისმა ყოვლადუსაყვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენსს თან ახლდა ეპარქიის იურიდიული საკითხების და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექორი, მიქაელ ავაქიანი.