Материалы

საქართველოს სომეხთა თემის ახალგაზრდული დეპარტამენტის ჯინიშიან ფონდის პროგრამა საუკეთესოდ დასახელდა

თბილისის სურბ გევორგის ეკლესიის ეზოში განსაკუთრებული და გამომწვევი ბანერი დაიდგა. მიზანი ერთია, ტურისტებს გააცნონ სომხური შენობებიის, ეკლესიების და მოღვაწეების საქმიანობა.

პროგრამა დააფინანსა „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდმა“. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სომეხთა თემისთვის, ორი პროგრამის განსახორციელებლად, 900 დოლარი გამოიყო. წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ზემოთხსენებული პროგრამაში. სოციალური ქსელების მეშვეობით შეიკრიბა სომეხი ახალგაზრდების გუნდი, რომლებმაც განახორციელეს აღნიშნული პროგრამა.

„პირველი პროგრამა ეხება გარეთ მზესუმზირის გამყიდველ ბებიებს და ბაბუებს. იგი მიზნად ისახავს მათთვის მაგიდის, ქოლგის, სკამის ჩუქებას, რომ მზისგან იყვნენ დაცული და მშვიდად შეძლონ მუშაობა. ხოლო მეორე პროგრამა ბანერს ეხება, რომელიც დაიდგა სურბ გევორგის ეკლესიის ეზოში,“ - ჰყვებოდა „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროგრამების ხელმძღვანელი, ემილ სარგისიანი.

მისი სიტყვით, გადაწყვიტეს ბანერი სურბ გევორგის ეკლესიის ეზოში დაედგათ, რადგან იგი მდებარეობს ტურისტულ უბანში და იქ ბევრი ტურისტი მოძრაობს. ბანერს 16 კარადა აქვს, თითოეულზე დამაგრებულია სახლების სურათები და გვერდზე თბილისის შესახებ კითხვა არის დასმული. ხოლო ბანერის მარჯვენა მხარეს მაგნიტის გასაღებია დამაგრებული, რომელზეც სწორი პასუხები წერია. სწორი პასუხისთვის უნდა აირჩიონ სწორი გასაღები და გახსნან ესა თუ ის ყუთი.

„გადავწყვიტეთ, რომ სომხურ სახლებთან ერთად ქართული სახლები, ეკლესიები და სინაგოგაც შეგვეტანა,“, - აღნიშნა ემილ სარგისიანი.

მარგარიტა ავაქიანმა როდესაც პროექტის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო. მარგარიტა ამბობს, რომ პროექტის შეხვედრების მსვლელობისას მან სხვადასხვა შეთავაზებებები და აზრები გაუზარა პროექტს.

„პროგრამამ ახალი ცოდნა, გამოცდილება, ნაცნობები, მეგობრები შემძინა. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემს მიერ შესრულებულმა სამსახურმა კმაყოფილება მომანიჭა“, - გვიყვება იგი.

პროექტი 2018 წლის ნოემბერს დაიწყო და 2019 წლის ივნისს დასრულდა.

პროექტის განხორციელების 7 თვის მანძილზე ახალგაზრდებმა სხვადახვა შეხვედრები გამართეს, ისაუბრეს, განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები.

ამა წლის 15 ივლისს სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდებმა აღვერანში „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“ „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებისთვის 2018-2019წწ.“ პროექტის სამიტს დაესწრნენ. აქვე პროექტის შედეგების ანგარიში წარადგინეს. სასიხარულოა, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ პროგრამის ფარგლებში შესრულებულმა სამუშაომ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და კომისიის წევრებმა იგი საუკეთესოდ დაასახელეს.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2023 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են