Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოსწავლეებმა გუგარაც თემის ვანაძორის „წიწერნაკ“ ბანაკში დაისვენეს

სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების სამინისტროს გიუმრის „ოჯახი“ საბავშვო-საყმაწვილო შემოქმედების განვითარების და საქართველოს სომეხთა თემის „ჰაიარტუნ“ კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლობის ფარგლებში, „ოჯახი“ ცენტრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო დასვენების ბანაკის ცხოვრებაში „ჰაიარტუნ“ ცენტრის 15 მოსწავლე ჩაერთო.

2019 წლის 18 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრად მონაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სასულიერო მსახურის, მღვდელი ტათევ მარუქიანის, ცენტრის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანის და თემის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სურენ აბრამიანის თანხლებით, მოზარდები ვანაძორის „წიწერნაკ“ ბანაკში გაემგზავრნენ, სადაც მათ სხვადასხვა გაკვეთილები, წრეები, სავარჯიშოები გაიარეს და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით, ახალი მეგობრების წრეში და ულამაზეს გუგარაქის ბუნებაში საზაფხულო არდადეგები გაატარეს.

1

თბილისელ სომეხ მოზარდებთან ერთად საზაფხულო არდადეგების დღეები „წიწერნაკ“ ბანაკში გაატარეს გიუმრის, შირაკის, სტეფანავანის, ალავერდის და ჯავახეთის ბავშვებმა. ხელბურთის, ფეხბურთისა და სხვა სპორტული შეჯიბრებების პარალელურად, ბანაკის მონაწილეები სწავლობდნენ სომხურ ეროვნულ ხელოვნებას და ხელობას.

იმ დღეებში თბილისელ სომეხ ბავშვებთან ერთად „წიწერნაკ“ ბანაკში იმყოფებოდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ქორეოგრაფი სურენ აბრამიანი. უკანასკნელმა ბავშვებს ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარა. აღსანიშნავია ისიც, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარგსიანის და გუგარაც თემის წინამძღვარ ყოვლადუსაღვდელოესობა არქეპისკოპოს სეპუჰ ჩულჯიანის „წიწერნაკ“ ბანაკში ვიზიტის დროს ბანაკის მონაწილეებმა მათ სომხური ეროვნული ჯგუფური ცეკვით მიესალმნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბანაკის მშვენიერი დღეები მალე გავიდა, ისინი მხიარული დროის გატარების, საინტერესო ღონისძებების და ახალი მეგობრების შეძენის და ურთიერთობების განმტკიცების დაუვიწღარ დღეებად დარჩებიან.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის გუნდი ვანაძორის „წიწერნაკ“ ბანაკიდან 23 ივლისს დაბრუნდა.

2

ჰაიარტუნ, ახალგაზრდობა

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են