Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მონაცვლის სამუშაო ვიზიტი ბათუმში

2019 წლის 26 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მონაცვლე წინამძღვრად, ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი გაცნობის მიზნით ბათუმს ესტუმრა.

ეპარქიის წინამძღვრად მონაცვლეს დახვდა ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის სასულიერო მსახური, მღვდელი არარატ გუმბალიანი, ბათუმის სომეხ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად.

არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა სასულიერო მსახურთან ერთად დაათვალიერა სურბ ფრკიჩ ეკლესია, ესაუბრა სასულიერო მსახურებს და პერსონალს.

იმავე დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნაცვალმა ესტუმრა ბათუმის მერიას, სადაც იგი შეხვდა მერს, ლაშა კომახიძეს, მერის მოადგილეს, ლელა სურმანიძეს და სხვებს.

2

მერმა კომახიძემ არქიმანდრიტ კირაკოსს მიულოცა ნაცვლად დანიშვნა, მიმოიხილა სურბ ფრკიჩ სომხურ ეკლესიასთან ბათუმის მერიის თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

წმინდა მამამ მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის, აღნიშნა, რომ მღვდლად დანიშვნის შემდეგ იგი ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიაში მიიწვიეს სასულიერო მსახურად და კარგი მოგონებები აკავშირებს ამ ქალაქთან და მოსახლეობასთან. არქიმანდრიტ კირაკოსმა იმედი გამოთქვა, რომ ბათუმის მერიის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის შორის სიყვარულზე და ორმხრივ პატივისცემაზე დაფუნძნებული ურთიერთობები განვითარდება და გაგრძელდება.

მერთან გამართულ შეხვედრას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალთან ერთად ესწრებოდნენ ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის სასულიერო მსახური მღვდელი არარატ გუმბალიანი, თემის იურიდიული საკითხების და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, მიქაელ ავაგიანი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი, კარენ ერიციანი და ბათუმის სომხური თემის საზოგადო მოღვაწე, არმენ გევორგიანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են