იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდარით, 2019 წლის 28 ივლისი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულია. სომხური ეკლესიის 5 ძირითადი დღესასწაულებიდან ერთ-ერთი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში თემის წინამძღვრის ნაცვალის, მოადგილის და წმიდა მამების თანდასწრებით, სასულიერო პირების ხელმძღვანელობით და სტიქაროსნების დასის მონაწილეობით წმინდა და უკვდავი წირვით აღენიშნა.
ეკლესია დილიდან ხალხმრავალი იყო. თბილისის და საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონების მორწმუნე ხალხი დიდი ენთუზიაზმით ეკლესიაში მოდიოდა და ესწრებოდა ქრისტეს ფერიცვალების ან, როგორც ხალხი ამბობს, ვარდავარის დღესასწაულს.
თბილისის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში სადღესასწაულო წმიდა და უკვდავი წირვა მღვდელ კირაკოს სიმონიანმა აღავლინა, ხოლო ავლაბრის წმინდა ეჯმიაწინ ეკლესიაში, მღვდელ ვირაპ ღაზარიანმა. წმინდა წირვის პარალელურად, იქადაგეს დღის საიდუმლოს შესახებ.
სასულიერო დასის ლოცვის და კურთხევის შემდეგ სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქის ორი ეკლესიების ეზოში გაგრძელდა. წარმართული დროიდან შემორჩენილი და ქრისტიანული ელემენტების მატარებელი წუწაობის ჩვევა, ან ვარდავარი გაიმართა წყლით თამაშით.“ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ ორგანიზებული მხიარული სიმღერით და მუსიკით, სომხური ცეკვით აღინიშნებოდა ვარდავარის დღესასწაული, რომელიც ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ცერემონია ჩატარდა ახალციხის „სურბ გრიგორ ლურსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიებში.
სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა ასევე მარნეულის რაიონის წითელი სოფლის სრბოც ავეტარანჩაც სამლოცველოში, რუსთავის სურბ გრიგორ ნარეკაცი სასულიერო ცენტრში,შაუმიანის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში და სხვა, სომხებით დასახლებულ ადგილების ეკლესიებში.
ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალებით სულიერად ამაღლებული და ვარდავარის წყლით განწმენდილი მორწმუნეები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს.