Материалы

წინამძღვრის ნაცვალის პირველი ვიზიტი ბათუმში დასრულდა

2019 წლის 28 ივლისს, სომხური ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულებიდან ერთ-ერთის, უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილი წმინდა და უკვდავი წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიაში თემის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის თანდასწრებით აღავლინდა. წირვას ესწრებოდნენ როგორც ბათუმის, ასევე მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოსული სომეხი მორწმუნეები, საზოგადოების წარმომადგენლები. უწმინდეს ცერემონიას ესწრებოდა ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის მთავარი კონსული ეღიშე სარქისიანი, მეუღლესთან ერთად.

წირვა სურბ ფრკიჩ ელესიის სასულიერო მსახურმა მღვდელი არარატ გუმბალიანმა აღავლინა.

2

წირვის მიმდინარეობისას, ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოსი მიესალმა დამსწრე მორწმუნეებს და დღის მნიშვნელობის შესახებ იქადაგა. აღნიშნა დღესასწაულის ღვთიური მნიშვნელობა, წმინდა მამამ მოუწოდა მორწუნეებს- ფერცვლილი ქრისტეთი იცხოვრონ ახალი ცხოვრებით, რომელიც ადამიანებს მოუტანს სიკეთეს, სიყვარულს, მშვიდობას და სულიერ სიმშვიდეს.

წინამძღვრის ნაცვალის და სასულიერო დასის კურთხევის შემდეგ, სადღესასწაულო განწყობა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდავარის, წუწაობის ტრადიციით გაგრძელდა. წყლით განწმენდის წევრი გახდნენ სტუმრები და წირვის მონაწილეები, ყველა მორწმუნე, რომლებსაც ტურისტები და დამსვენებლები სიყვარულით უერთდებოდნენ.

წმინდა წირვის დასრულების შემდეგ, წინამძღვრის ნაცვალი, თანხლებ პირებთან ერთად, მღვდელ არარატ გუმბალიანის თანხლებით ესტუმრნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრს. წმინდა მამამ დაათვალიერა ცენტრის შენობა და კლასები. ცენტრის ხელმძღვანელმა სონა ჰოვანისიანმა წინამძღვრის ნაცვალს ცენტრში მოქმედი საბავშვო ბაღი, სიმღერის გუნდი და ცეკვის ანსამბლი და სხვა მხატვრული წრეები, ასევე მშობლიური ენის შემსწავლელი ერთდღიანი სკოლის საქმიანობა გააცნო.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის პირველი ვიზიტი ბათუმში, საინტერესო შეხვედრებითა და მდიდარი შთაბეჭდილებებით დასრულდა.

3

სურბ ფრკიჩ

  • Created on .
  • Hits: 18

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.