Материалы

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი მიიღო

2019 წლის 13 სექტემბერს, ყოვლად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, თბილისის საპარტრიარქოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს უმასპინძლა.

თემის წინამძღვრის ნაცვალს თან ახლდა წინამძღვრის ნაცვალის მრჩეველი არმენ გევორქიანი, საქართველოს სომეხთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თემის იურიდიული საკითხების და თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი მიქაელ ავაქიანი.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. თემის წინამძღვრის ნაცვალმა ილია მეორეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის, ასევე გადასცა ყოვლად სომხეთის კათოლიკოსის თბილი მოკითხვა და ძმათაშორისი სიყვარული, ვინც თავის ლოცვებში ყოველთვის მოიხსენიებს ქართველთა პატრიარქს. წინამძღვრის ნაცვალმა აღნიშნა ქართულ-სომხური ეკლესიების ათასწლეული მეგობრობა, ხაზი გაუსვა, რომ სომხური ეკლესიის წინამძღვრობის და ქართული მართმადიდებელი ეკლესიის საქატრიარქოს თანამშრომლობა იყო და გაგრძელდება ჰარმონიულად, ორმხრივი ინტერესის მატარებელი საკითხები მოგვარებული იქნება ქრისტიანული სიყვარულისა და ძმობის სულით.

ილია მეორემ წინამძღვრის ნაცვალს სთხოვა ძმათაშორისი სიყვარული და მოკითხვა გადასცეს ყოვლად სომეხთა კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს და აცნობოს, რომ იგი უმაღლესად აფასებს სომეხთა პატრიარქის მიერ სომხურ-ქართული საეკლესიო ურთიერთობების გაფართოებისადმი მიმართულ ძალისხმევას.

ქართული ეკლესიის პატრიარქმა აღნიშნა საქართველოსა და სომხეთის უძველესი ქრისტიანული ეკლესიების და ხალხების მეგობრობის სიმტკიცე, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ორმხრივ სიყვარულს, პატივცემას და თანამშრომლობას. ქართული მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წინამძღვრის ნაცვალს მიულოცა სასულიერო მსახურობის საქართველოს სომეხთა ეპარქიაში განხორციელების შესახებ, უსურვა წარმატებული მსახურობა და გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი ორი ქრისტიანი ეკლესიების ურთიერთობის საკითხში. ბოლოს ყოვლად საქართველოს კათლიკოს პატრიარქმა თავისი კურთხევა გადასცა სომეხ მორწმუნეებს.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე ორმხრივი ინტერესის მატარებელი საკითხები. შეხვედრა თბილ და ქრისტიანული სიყვარულის გარემოში მიმდინარეობდა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են