ჯვრის დიდების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულებიდან ბოლო, ჯვრის ამაღლების ან ჯვრის დიდების დღესასწაული აღინიშნა.
დღესასწაული მცოცავია, 2019 წელს იგი 15 სექტემბერს აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღავლინდა.
თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საკვირაო სადღესასწაულო ლიტურგია თემის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა აღავლინა.
წმინდა ლიტურგიის პარალელურად, წმინდა მამამ იქადაგა დღის მნიშვნელობის შესახებ, მორწმუნეების ტყვეობიდან უფლის ჯვარზე გადასვლის და გოლგოთაში მისი დადგმის შესახებ, საიდანაც ამ დღესასწაულს ჯვრის ამაღლებას ან „სრბხეჩ“-ს უწოდებენ. ისაუბრა რწმენის აუცილებლობის და ჯვრის მნიშვნელობის შესახებ და დამსწრეებს მოუწოდა მყარად დარჩნენ თავიანთ რწმენაში და ქრისტიანული მცნებებით დააფასონ, შეინარჩუნონ და თაობებს გადასცენ საეკლესიო და ეროვნული დღესასწაულები, ღმერთის სახლთან კავშირი მყარად შეინარჩუნონ.
ჯვრის დიდების დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წმინდა სამლოცველოზე დიდებულად აღმართეს რეჰანით მორთული ჯვარი.
იმავე დღეს, ეკლესიებში წმინდა ჯვრის ამაღლების დიდებული ცერემონია გაიმართა.
საღამოს ლიტურგიის შემდეგ, შესრულდა წმინდა ჯვრის მსვლელობა. ადგილებში სასულიერო დასის წინამძღვრობით ჯვარი ეკლესიის ოთხ კუთხეებში შემოატარეს და ხალხი ნაკურთხ იქნა ვარდის წყლით. საგალობელის სიმღერის ფონზე შემოვლის დასრულების შემდეგ, იკურთხა რეჰანი, რომელიც ჯვრის ყვავილად ითვლება. ნაკურთხი რეჰანი დაურიგდა მორწმუნეებს.
ორშაბათს დილით საქართველოს სომეხთა ეპარქიის თემის ეკლესიებში მიცვალებულთა ხსოვნის წმინდა ლიტურგია და სულის სიმშვიდის ცერემონია გაიმართა.