Материалы

“სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღმა მოსწავლეები მიიღო

2019 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში მხიარული განწყობა იყო შექმნილი. სამიდან ექვსი წლის 50 პატარა, მშობლებთან ერთად, მოვიდა სურბ მოვსეს ხორენაცი საბავშვო ბაღში, სადაც ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

წლების წინ დაფუნძნებული ტრადიციის მიხედვით, სომეხი ბავშვები მშობლებთან ერთად, მასწავლებლების თანხლებით, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სასულიერო მსახურების მონაწილეობით მიმდინარე დილის ლიტურგიას დაესწრნენ.

20190917ლიტურგიის დასასრულს, ეკლესიის სასულიერო მსახურმა, მღვდელ სამველ თოროსიანმა დამსწრეებს გადასცა თემის წინამძღვრის ნაცვალის, არიქმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა, მიულოცა საბავშვო ბაღის პირველი დღე, პატარებს ბედნიერი ბავშვობა უსურვა, ხოლო მშობლებს და მასწავლებლებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ მათ თავიანთი ოცნებების ასასრულებლად.

მამაო ჩვენოს შემდეგ პატარები „ჰაიარტუნ“ ცენტრში გადაინაცვლნენ, სადაც მათ ბუშტებით, ყვავილებით და სათამაშოებით მორთული საკლასო ოთახები დახვდათ.

თემის საგანმანათლებლო სექტორმა სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო მოსწავლეებს: ყველა ბავშვმა მიიღო ფერადი ბუშტები და ჩაერთო თამაშის წამყავნების ჰენრიხ პეტროსიანის და მარი პოღოსოვას მიერ დაგეგმილ სხვადასხვა შეჯიბრში.

საბავშვო ბაღის მოსწავლეებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საგანმანათლებლო სექტორის დირექორმა, ევგენია მარკოსიანმა. უკანასკნელმა აღნიშნა მოსწავლეების ყოველდღე უფლის და სასულიერო დასის ლოცვებში ყოფნა, სომხური აღზრდის მიღების და სომხურ სკოლაში სწავლის უპირატესობები.

პირველი დღე საბავშვო ბაღში ახალბედების ტირილით და უფროსების შეხვედრის სიხარულით დაიწყო. ბავშვებს დახვდნენ და ისინი მზრუნველობით მიიღეს დირექტორი ევგენია მარკოსიანი, მასწავლებელი მეტაქსია ღაზარიანი, ლია ხითარიშვილი და სხვა თანამშრომლები.

20190917საქართველოს სომეხთა ეპარქიის საგანმანაათლებლო სექტორის საბავშვო ბაღის ახალი სასწავლო წელი მზად და ორგანიზებულად დაიწყო. აქვე აღვნიშნოთ, რომ აქ ბავშვები გარდა შემეცნებით-საგანამათლებლო თამაშებისა, სწავლობენ სიმღერას, ცეკვას, ხატვას, ჰქმნიან ხელით შესრულებულ ნამუშევრებს, უფროსი ჯგუფის მოსწავლეები იღებენ არითმეტიკის საბაზისო ცოდნას, სწავლობენ ასოებს, სომხურს, ქართულს, ინგლისურს, სასულიერო აღზრდას. საბავშვო ბაღში დღე იწყება 9:30 საათზე და მთავრდება 16:30 საათზე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღი მოქმედებს 2011 წლიდან. მისი მიზანია სომეხი ბავშვების სომხური სკოლისკენ გზის ჩვენება და ეროვნების შენარჩუნების საქმე. აქ მოქმედებს უმცროსი და უფროსი ჯგუფი. ახალბედების რიცხვი უკვე 30 აღწევს. წინა წლებმა აჩვენეს, რომ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მოსწავლეები სკოლაში გამოირჩევიან თავიანთი მაღალი მზადყოფნით.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են