Материалы

დავით თედორაძის „მამაჩემის პორტრეტი“ წიგნის პრეზენტაცია და „ჰაოს-ქართლოს“ მედლით დაჯილდოვება

2019 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების ადმინისტრაციის თავმჯდომარე, პოეტ დავით თედორაძის „მამაჩემის პორტრეტი“ კრებულის სომხური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, დიპლომატები, სომეხი და ქართველი მწერლები, საზოგადო მოღვაწეები.

სომხეთის ფრიტიოფ ნანსენის ფონდის თავმჯდომარე, „ჰაოს-ქართოს“ ქართულ-სომხურ ლიტერატურული ჟურნალის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ფელიქს ბახჩინიანმა პრეზენტაციაზე წიგნის ავტორ დავით თედორაძეს მიულოცა დაბადების 70-წლის იუბილე და შინაარსობრივად დატვირთული შესავალით წარადგინა მკრტიჩ გრაბსკის, ნორაირ გრიგორიანის და ჰარუთიუნ ჰოვნათანის მიერ ნათარგმნი „მამაჩემის პროტრეტი“ კრებული, ასევე წაიკითხა ნაწყვეტები სომხური გამოცემიდან.

მილოცვის სიტყვით გამოვიდა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი.

20190924

ილია ჭავჭავაძის, გიორგი ლეონიძის, მემედ აბაშიძის და ლადო ასათიანის სახელობის ჯილდობის ლაურეატი, ბათუმის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის მატარებელი მწერლის, დავით თედორაძის ნაწარმოებებს ქართველი კითხვის მოყვარული საზოგადოება იცნობს 70-იანი წლებიდან, ხოლო უკვე 1999 წელს სომეხ მკითხველს წარედგინა ანაჰიტ გალსტიანის ნათარგმნი თედორაძის სათაურით „წერილი მთებიდან“ კრებული.

ცნობილი პოეტი თავის სამადლობელო სიტყვაში ხაზი გაუსვა ქართულ-სომხური ლიტერატურული კავშირების განვითარებას, რომლის დასტურებიდან ერთ-ერთს ფელიქს ბახჩინიანის დაფინანასებით თავისი მეორე კრებულის სომხურად გამოცემა წარმოადგებს.

ქართულ-სომხური მეგობრების ისტორიაში თავიანთი წვლილის შეტანისთვის ფელიქს ბახჩინიანი „ჰაოს-ქართლოს“ ქართულ-სომხური ლიტერატურულ ჟურნალის ოქროს მედლები გადასცა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუბენ სადოიანს, დიპლომატ არტაკ გრაბსკის, ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანს, მწერალ დავით თედორაძეს და პროფესორ ემა ახტიანს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი, სამადლობელო სიტყვით გამოვიდნენ ასევე დაჯილდოვებულები.

1

თუმანიანის სახლი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են