Материалы

თბილისში არქიმანდრიტ კომიტასის დაბადების დღე საიუბილეო ღონისძიებით აღინიშნა

2019 წლის 26 სექტემბერი, სომხური კლასიკური მუსიკის, სასულიერო და ხალხური სიმღერის ფუძემდებლის არქიმანდრიტ კომიტასის დაბადების დღე, თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო ღონისძიებით აღინიშნა.

ჰოვანეს თუმანიანის და არქიმანდრიტ კომიტასის დიდებული იუბილეების თემის საიუბილეო კომისიის საპროგრამო ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივით, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ქველმოქმედების სერგეი სიმონიანის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორ ერნსტ არაქელოვის სპონსორობით განხორციელდა.

დარბაზი ხალხმრავალი იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის არქიმანდრიტები, სასულიერო დასი, სომეხი და ქართველი ოფიციალური პირები, საქართველოში რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ქართული მართმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, მუსიკოსები და კომიტასის მუსიკის ხელოვნების თაყვანისმცემლები.

2ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მყოფი ქართულ-სომხური პარლამენტთაშორისი მეგობრობის გუნდის სომხური მხარის წევრები, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტ ლენა ნაზარიანის ხელმძღვანელობით, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორასთან ურთიერთობის კომისიის თანამშრომელი, ტარონ შაგოიანი, დიპლომატები, სტუმრები რუსეთის ფედერაციიდან, გერმანიიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

კურთხევის და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი და ქართული მართმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

კომიტასის შეუდარებელი შესრულებით „ანტუნი“ სიმღერის შემდეგ, დარბაზში გაისმა კომიტასის მელოდიები კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის შესრულებით (ხელმძღვანელი - პროფესორ ერნსტ არაქელოვი). გაისმა საგალობლები და სიმღერები, კომიტასის შემოქმედებები, კლარნეტისტ დიმიტრი ბოქოლიშვილის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მაკარ ეკმალიან სიმღერის გუნდის (ხელმძღვანელი სვეტლანა ტატოევა, პიანისტი კარენ მირზოიანი) შესრულებით. საღამოს პარალელურად გაიმართა კომიტასის ცხოვრების და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმიდან ნაწყვეტები ჩვენება. კონცერტის წამყვანებმა, ევგენია მარკოსიანმა და სურენ აბრამიანმა წაიკითხეს მსოფლიოში ცნობილი ადამიანების მიერ არქიმანდრიტ კომიტასის გენიის შეფასებები.

კონცერტი დასრულდა სომეხი ერის მონატრების სიმბოლო „კრუნკ“ (წერო) სიმღერით, რომელიც მარინა შაჰდინაროვამ (სოპრანო) კლარნეტის თანხლებით შეასრულა.

პროგრამის მხატვრული ხელმძღვანელი ჰოვანეს ჰამბარძუმიანი იყო.

კომიტასის მშვენიერმა სიმღერამ და მუსიკამ ხალხმრავალ დარბაზში ერთობ შეუდარებელი შთაბეჭდილება შექმნა, რომელიც შეეფერებოდა არქიმანდრიტ კომიტასის 150-წლის სიდიადეს.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են