Материалы

წმინდა გევორქ წმინდანის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოსახელე ეკლესიაში აღინიშნა

სომხური სამოციქულო ეკლესია სექტემბრის თვის ბოლო შაბათ დღეს წმინდა გევორქის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ეკლესია ატარებს წმინდანის სახელს და საქართველოში მცოვრები სომხები ტრადიციულად, დღეს დღესასწაულად აქცევენ.

2019 წელს დღესასწაული აღინიშნა 28 სექტემბერს. ამ დღეს განსაკუთრებულად ცოცხალი გარემო იყო შექმნილი თბილისის სურბ გევორქ ეკლესიაში და მის ეზოში. მრევლი სამლოცველოდ მამაცი მეომრის კურთხევის და მადლის მისაღებად იყო მისული.

20190928 113540ეკლესიაში სადღესასწაულო წმინდა წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თეთრიწყაროს და ბოლნისის რაიონების სომხური თემის სასულიერო მსახურმა, მღვდელ ჰუსიკ ჰარუთუნიანმა აღავლინა.

წმინდა წირვის პარალელურად, მღვდელმა იქადაგა დღის მნიშვნელობის, მამაცი მეომრის ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებისა და შეწირვის შესახებ, აღნიშნა მორწმუნეების სიყვარული წმინდანისადმი, რომლის სახელითაც საუკუნეების მანძილზე აშენდა ეკლესიები.

A11111ღირსი მამა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა გევორქ მეომრის სიძლიერე ქრისტიანული რწმენის მიმართ, შეადარა სომეხ ხალხს, რომელმაც ისტორიის მანძილზე უამრავი სირთულე გადალახა, სიკვდილ-სიცოცხლისთვის იბრძოლა და რწმენის ერთგული დარჩა. ქაგადების ბოლოს, მამა ჰუსიკმა ყველა გევორქს მიულოცა დღესასწაულთან დაკავშირებით, მოუწოდა მათ ქრისტეს ერთგულ შვილად ყოფნის სიამაყით ცხოვრება.

20190928წმინდა გევორქ ეკლესია იმ იღბლიანი ტაძრებიდან ერთ-ერთია, სადაც ინახება წმინდანის რელიქვია. წირვის დასასრულს, მორწმუნეები მიუახლოვდნენ და შეეხეს რელიქვიას. სომეხ მორწმუნეებს შეუერთდა უამრავი ტურისტი, რომლებიც აღფთოვანებულები იყვნენ სომხური ეკლესიის განუმეორებელი სილამაზით, წმინდა წირვის და საგალობლების ტკბილი ჟღერადობით. სასულიერო მსახურმა მღვდელ კირაკოს სიმონიანმა დალოცა მორწმუნეების მხრიდან სამსყვერპლო და დაურიგა დამსწრეებს. ეკლესიის მოყვარე ქალთა კავშირის ინიციატივით და მეჯვარე იური ერემიანის მხარდაჭერით, დამსწრეებს ტორტით, ნამცხვარით და ხილით გაუმასპინძლდნენ.

წმინდანის დღესასწაულს ჰქონდა ასევე ხალხური დატვირთვაც. ეკლესიის ეზოში „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ (ქორეოგრაფი სურენ აბრამიანი) ანსამბლის მონაწილეობით დაიწყო მხიარული ცეკვა, რომელსაც შეუერთდა მრევლი, გაჟღერდა პატრიოტული სიმღერებიც.

20190928წმინდა გევორქ მეომარის დღესასწაული თემის ეკლესიებში, განსაკუთრებით წმინდანის სახელის მატარებელ ტაძრებში, საეკლესიო ცერემონიებით და ხალხური სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნა.

აღვნიშნოთ ისიც, რომ სურბ გევორქ ტაძარი თბილისში უძველესი ეკლესიებიდან ერთ-ერთია, იგი 13 საუკუნეში აშენდა, იყო სომხური შუა საუკუნეების სასულიერო, კულტურული და განმანათლებლური ცენტრებიდან ერთ-ერთი. 2015 წელს საფუძვლიანად გაუკეთდა რესტავრაცია ფონდი IdeA-ს და სხვა ქველმოქმედების დახმარებით, სურბ გევორქ ეკლესია (ან ციხის დიდი ეკლესია) აგრძელებს საქართველოში მცხოვრები სომხების გაერთიანებას.

20190928

სურბ გევორგ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են