საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდული გუნდის შემეცნებითი ვიზიტი-მიმლოცველობა სომხეთის რესპუბლიკაში
სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოწვევით და მხარდაჭერით, 2019 წლის 19-22 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის რამოდენიმე ახალგაზრდული დაწესებულების 25 წარმომადგენელი 4 დღიანი ვიზიტით დედა სამშობლოს ესტუმრა. ახალგაზრდების გუნდში იყვნენ ის მოზარდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ჩართული არიან საეკლესიო ცხოვრებაში, მოხალისეობრივად იღებდნენ მონაწილეობას თემის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში. ისინი შერჩეულ იქნენ თბილისიდან, ბათუმიდან და რუსთავიდან. გუნდს შეუერთდნენ ასევე თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა მიიღეს არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და თემის ახალგაზრდული საკითხების დეპარტამენტის დირექტორ მღვდელ ტათევ მარუქიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ სომხეთის რესპუბლიკაში.
ახალგაზრდული გუნდი ესტუმრა ისტორიულ-კულტურულ, სასულიერო მნიშვნელობის მქონე ადგილებს, ახლოდან გაეცნო საკუთარ კულტურას და ისტორიას. მიმლოცველობა ითვალისწინებდა ტავუშის, გეღარქუნიქის, არარატის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონების და ქალაქ ერევნის მონასტრების და ეკლესიების მონახულებას.
მიმლოცველობა გაჯერებული იყო- გოშავანქ, ჰაღარწინ, ხორ ვირაპ, ნორავანქ. ახალგაზრდები სომხურ ტაძრებში შესვლისას, ცრემლგარეული ილოცეს და სომხურ ქრისტიანულ რწმენასთან დაახლოვების, ჩვენი წმინდანებით შთაგონების წუთები განიცადეს. შეუდარებელი იყო მე-10 საუკუნის ტათევის მონასტერის დატოვებული შთაბეჭდილება, ძლიერი ქრისტიანული რწმენის მიზიდულობით, რომელიც უფრო მიმზიდველი გახადა მსოფლიოში ყველაზე გრძელმა და უნიკალურმა საბაგირო გზამ, გახდა უძველესი და თანამედროვე ცივილიზაციის შეუდარებელი ნიმუში.
შეხვედრები თბილი, წამახალისებელი და შთამაგონებელი, ახალთახალი მისწრაფებებისკენ მოწოდების ხასიათს ატარებდნენ.
ახაგალგაზრდების გუნდი ესტუმრა სომხური ეკლესიის საერთაშორისო ახალგაზრდული კავშირის ცენტრალურ ოფისს, სადაც მათ დახვდა ესაკ-ის ინსპექტორი და ცენტრალური ოფისის დირექოტრი, არქიმანდრიტ თოვმა ხაჩატრიანი.
შემეცნებითი ვიზიტის წინამძღვარმა, მღვდელ ტათევ მარუქიანმა წარადგინა საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ყოველდღიურობა, აღნიშნა ვიზიტის მნიშვნელობა, რადგან ახალგაზრდების სულში განმტკიცდა ის გრძნობა, რომ ისინი წარმოადგენენ საერთაშრისო ახალგაზრდული დიდი დაწესებულების ერთ ნაწილს და შეძლებენ თავისუფლად ჩაერთონ სხვადასხვა სასულიერო-კულტურულ პროგრამებში, რომლებიც ხორციელდება სომხური ეკლესიის საერთაშორისო ახალგაზრდული კავშირის ცენტრალურ ოფისში.
ასევე გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პოლიტიკური ადმინისტრაციის წარმომადგენლების და საქართველოში მცხოვრებ სომხებს შორის, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ახალგაზრდებისთვის ორგანიზებული დედა სამშობლოში ოთხდღიანი ვიზიტის დადებითი მხარეები, მიღებული შთაბეჭდილებები და ინტერესები.
შეხვედრა გაიმართა ასევე ერევნის სურბ ანა ეკლესიაში, სადაც ახალგაზრდებმა მოუსმინეს მღვდელ ზენონ ბარსეღიანის ქადაგებას სომხური ქრისტიანული რწმენის და მისი მნიშნვნელობის შესახებ.
საქართველოს სომეხთა ეპარქია და ახალგაზრდული საკითხების დეპარტამენტი მადლობას უხდის სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და გუნდის ხელმძღვანელ პერსონალს, ახალგაზრდების შემეცნებითი ვიზიტის ორგანიზებასა და მხარდაჭერისთვის, რადგან სამინისტროს ეს პროგრამა საქართველოში მცხოვრებ სომეხ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაეცნონ სომხურ გარემოს, შეივსონ სამშობლოს მიმართ სიყვარულით და სიამაყით.