Материалы

საქართველოს ქალებმა ევროპის ქრისტიან ქალთა ეკუმენურ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

2019 წლის 20-22 სექტემბერს ერევანში გაიმართა ევროპის ქრისტიან ქალთა ეკუმენური ფორუმის მეზობელი რუსულენოვანი ქვეყნების ქალთა სამდღიანი შეხვედრა. რომელიც ორგანიზებული იყო სომხეთის ქრისტიანი ქალების ფორუმის მიერ. ფორუმს ესწრებოდნენ უკრაინის, მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენლები.

საქართველოს ქრისტიანული ორგანიზაციების საეკლესიო კავშირის წარმომადგენლები, სტუმრის სტატუსით, პირველად ესწრებოდნენ მსგავს შეხვედრას. ისინი იყვნენ: საქართველოში სომხური ეპარქიის „შუშანიკ“ ქალთა გაერთიანება (თავმჯდომარე - სუსანა ხაჩატრიანი), საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მღვდელი ირინა სოლეი და კათოლიკური ეკლესიის ქალთა ფრთის წარმომადგენელი ნოემ თარზიანი.

შეხვედრის ლოზუნგი იყო „ქალი და კარგი ამბავი“, რომელიც ეყრდნობოდა იოანე მქადაგებლის „მიდი ჩემს ძმებთან და გადაეცი...“ (ოვანეს ავეტარანიჩ 20.17) სიტყვებს.

შეხვედრა დაიწყო ეკუმენური ლოცვით. შემდეგ ევროპის ქრისტიანი ქალების ფორუმის თავმჯდომარემ, მარიანა აფრესიანი მიესალმა დამსწრეებს, შეეხო სომხეთის ფორუმის მიზანს, საქმიანობას, სამომავლო მიმართულებებსა და ხედვის გაფართოებას.

სამდღიან შეხვედრაზე, ეკუმენური ფორუმის წევრებმა წარმოადგინეს სამოციქულო, მართლმადიდებელი, კათოლიკური, ევანგელისტური, ლუთერული ეკლესიების ისტორია, საქმიანობის მიმართულებები, რაც გულისხმობს სულიერი და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებას, ტრადიციების გადაცემას, ქრისტიანული რწმენის გავრცელებას და გაღრმავებას. ყველა გამოსვლა წარმოდგენილი იყო შესაბამისი ფოტოებითა და ვიდეოებით.

საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ შეხვედრის ეფექტურობით, ისაუბრეს თავიანთ ეკლესიებში სულიერი, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარების შესახებ. საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, გოარ მაზმანიანმა ისაუბრა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წმინდანთა დღესასწაულებისა და სახალხო ტრადიციების ისტორიაზე, ეროვნული კულტურის განვითარებაზე, მშობლიური ენის გავრცელებაზე, ახალგაზრდებთან მუშაობაზე, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება. ევანგელისტური, ლუთერული და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ეკუმენური ღონისძიებების, სხვადასხვა რელიგიურ მიმართულბებთან თანამშრომლობაზე. შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა მსგავსი ფორუმის შექმნის აუცილებლობა საქართველოში, საქართველო სომეხი ქალების „შუშანიკ“ ასოციაციისა და ევანგელისტურ ლუთერულ და კათოლიკური ეკლესიის მონაწილეობით.

2შეხვედრის ფარგლებში ასევე მოეწყო ვიზიტები წმინდა ეჩმიაწინში, ხორ ვირაპში, გასეირნება ერევანში, შთამბეჭდავი იყო კეან გაერთიანების თავმჯდომარის, სრბუი მოვსისიანის მიერ ჩატარებული ეროვნული თოჯინების მომზადების მასტერ კლასი.

ევროპის ქრისტიან ქალთა ფორუმი დაარსდა 1982 წელს შვეიცარიაში და 30 წელზე მეტია აერთიანებს ქრისტიან ქალებს სხვადასხვა ეკლესიებიდან, რელიგიებიდან მთელი ევროპის მასშტაბით. ევროპის ქრისტიან ქალთა ფორუმი 4 წელიწადში ერთხელ ირჩევს პრეზიდენტს და კოორდინატორს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են