Материалы

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეას წევრები საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სამუშაო ვიზიტით თბილისში მყოფი სომხურ-ქართულ საპარლამენტო მეგობრობის გუნდის სომხური მხარის წევრები, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტ ლენა ნაზარიანის ხელმძღვანელობით და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუბენ სადოიანის თანხლებით, 2019 წლის 27 სექტემბერს ესტუმრეს თბილისის სომხურ ოჯახებს. სტუმრებმა ეწვიეს თბილისის N103 ქართულ-სომხურ საჯარო სკოლას, დაათვალიერეს სომხური სახელმწიფო თეატრის მშენებლობა.

დღის მეორე ნახევარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებთან.

20190927ვიცე-სპიკერ ლენა ნაზარიანმა ისაუბრა სომხურ-ქართულ საპარლამენტო მეგობრობის გუნდის სომხური მხარის დელეგაციის ვიზიტის მიზნის და შედეგების შესახებ, აღნიშნა ორი მეზობელი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობა და ხაზი გაუსვა საქართველოს სომხური თემის როლის მნიშვნელობა ამ მეგობრობის გაღრმავებასა და განვითარებაში.

შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმით. თემის წევრებმა დედა სამშობლოში გადასახადების, განათლების სფეროს, კულტურული კავშირების და სომხეთში მიმდინარე შემეცნებით ვიზიტებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო კითხვებით, ვიცე-პრეზიდენტს და დეპუტატებს მიმართეს. დეპუტატებმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის შეჯამებით, უპასუხეს დამსწრეების მიერ დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ აღნიშნა, რომ მსგავსმა შეხვედრებმა ხშირი ხასიათი უნდა მიიღონ.

20190927

თუმანიანის სახლი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են