Материалы

ერევანში დამტკიცებული სირიელ სომეხ ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა “ჰაიარტუნში“

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის და სომხეთის რესპუბლიკის „სირიელი სომეხი ქალების კავშირი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, 2019 წლის 19-21 ოქტომბერს, თბილისს ესტუმრა სირიელი სომხების 45 კაციანი ჯგუფი, დირექტორ ვანი ნალბანდიანის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქართული მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სამების ტაძარს ესტუმრნენ, ყვავილებით შეამკეს სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეობის საფლავები, გაოცებული დარჩნენ ავლაბრის მრავალკოლორიტული სახით, ხოლო საღამოს თბილისში გაისეირნეს.

კვირა დღე მიზნობრივი იყო სირიელ სომეხთათვის. დილით, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში წმინდა წირვაზე დასწრების შემდეგ, სტუმრები გადაინაცვლნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, სადაც ორგანიზებული იყო სირიელი სომხების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ხელმძღვანელი, სუსანნა ხაჩატრიანი მიესალმა სტუმრებს, მათ გადასცა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და კეთილი სურვილები, აღნიშნა სირიელი სომხების სიძლიერე, შრომისმოყვარეობა, რწმენისა და ერისადმი ერთგულება და მათ წარმატებები უსურვა.

2ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განხრით მრჩეველი, ართურ სარგსიანი. უკანასკნელმა იმედი გამოთქვა, რომ საელჩოს მხარდაჭერით მომავალში უფრო გაფართოვდება გამოფენა-გაყიდვის ფარგლები, ხოლო ვიზიტორთა წრეში ჩაერთვებიან დიპლომატური წარმომადგენლებიც.

სირიელი სომხების კავშირის დირექტორმა და აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორმა, ვანი ნალბანდიანმა დადებითად შეაფასა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თანამშრომლობა, იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ვიზიტები მომავალშიც განმეორდება.

დღის განმავლობაში არ ჩერდებოდა ხალხის ვიზიტი ცენტრში, ვიზიტორები აღფრთოვანებით გაეცნენ და შეიძინეს სირიელი სომხების ნიჭიერად შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრები, რომლებიც ასევე, გახდნენ ამ ლამაზი დღის დაუვიწყარი მოგონება. გამოფენა-გაყიდვა გვიან საღამომდე გაგრძელდა, იგი მხიარული სიმღერით და ერთობლივი ცეკვით დასრულდა.

1

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են