Материалы

ახალციხის მიმლოცველები თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიაში წმინდა წირვას დაესწრნენ

2019 წლის 27 ოქტომბერს, ახალციხის სასულიერო ინსპექციის ინიციატივით, ახალციხის და ბორჯომის რეგიონიების სასულიერო ინსპექტორის, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ვარდგეს სურენიანც“ კულტურულ-სამეცნიერო და ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეების მიმლოცველობა თბილისში განხორციელდა. ადგილოვრივ სურბ გევორგ ლუსავორიჩ ეკლესიასთან მოქმედი ცენტრის სხვადასხვა მხატვრული გუნდების მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიას და დაესწრნენ საკვირაო წმინდა წირვას.

წმინდა წირვის დასასრულს, მიმლოცველები, მათ შორის მოსწავლეებიც, შეხვდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირს მამას, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს. წმინდა მამამ თავისი კურთხევა გადასცა ცენტრის მოსწავლეებს, მათთან საუბარში მიმოიხილა უძველესი ეკლესიის ისტორია.

„ვარდგეს სურენიანც“ ცენტრის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სურბ გევორგ სამოციქულო ეკლესიის ტერიტორია, პატივი მიაგეს უკვდავ საიათ-ნოვას საფლავს, აქვე გასვენებული სომეხი გენერლების და სხვა გამოჩენილი ადამიანების საფლავებს.

სურბ გევორგ

  • Created on .
  • Hits: 463

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.