არტეფაქტები სომხური წარწერებით, ხოჯივანქის სომეხთა პანთეონში განთავსდა
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რუბენ სადონიანის მიერ თბილისის მერიის კულტურის დეპარტამენტის მისამართზე შეტანილი განცხადებების საპასუხოდ, საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის შუამდგომლობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტსა და თბილისის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ქალაქ თბილისის მშრალ ხიდზე, ზაარბრუკენის ხიდების, დედა ენის და 9 აპრილის პარკებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი სომხური წარწერებით მემორიალური ქვები, არტეფაქტები სახელმწიფო საკუთრების უფლებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიას გადაეცა.
2019 წლის პირველ ნოემბერს, არტეფაქტები გადატანილ იქნა სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში და განთავსდა პანთეონის ტერიტორიაზე.