საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრა
2019 წლის პირველ ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუბენ სადოიანმა მიიღო.
თბილ გარემოში მიმდინარე საუბრის დროს ელჩმა და თემის წინამძღვარმა განიხილეს უამრავი საკითხი, რომელიც საქართველოს სომეხთა თემს ეხება და რიგი პროგრამების ერთობლივად შესრულების დაგეგმვაზე ისაუბრეს.
მხარეებმა თავიანთ სიტყვაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს სახელმწიფო-ეკლესია მყარი კავშირის აუცილებლობა და პან-სომხურ პროგრამებში აღნიშნულის მნიშვნელობა.