Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსი მამა მუსლიმთა სამმართველოს ღონისძიებას დაესწრო

2019 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ქვეყნის სხვადსხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი.

დამსწრეებს მიესალმა და ტოლერანტობის დღე მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ. მისი სიტყვით, აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ტოლერანტულ გარემოს, რომელიც ისტორიულოდ დამკვიდრებულია საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის.

სტუმრებმა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვეს რელიგიის სააგენტოს როლს რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებთან მიმართებაში და ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონფესიებს შორის პატივისცემა და პატიება, სიყვარულის და მეგობრობის გამოხატვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოში ტოლერანტული გარემოს მხარდაჭერისთვის სიგელები გადაეცათ რელიგიურ ორგანიზაციებს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს.

სიგელი გადაეცა ასევე სომხური სამოციქულო მართმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას- არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის სახით.

ერთმნიშვნელოვნად გადაწყდა, რომ 2020 წელს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რელიგიურ სხვადასხვა თემებს საქართველოს სომეხთა ეპარქია უმასპინძლებს.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ამგვარი აღნიშვნის ტრადიციად იქცა 2016 წლიდან, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით. იმ დროს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური რწმენის წარმომადგენლებს უმასპინძლა ქართული საპატრიარქო, 2017 წელს ებრაულმა თემმა, 2018 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ.

78556869 591516918252555 1631122643652444160 N

  • Created on .
  • Hits: 31

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.